ვინ იყიდა “რუსთავის აზოტი”?

ვინ იყიდა “რუსთავის აზოტი”?

access_time2023-01-12 00:12:00

სს „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. 


ირკვევა, რომ კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ - სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. მყიდველი სინგაპურში ბაზირებული მულტი-ნაციონალური საერთაშორისო კორპორაცია - Indorama Corporation - ის ქართული შვილობილი კომპანიაა.


Indorama მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.



Indorama საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრატეგიული ინვესტორია. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს რუსთავის აზოტის საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.


„რუსთავის აზოტის“ შესაძლო გასხვისებაზე ნოემბერში საჯარო განცხადება გაავრცელა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ, სადაც აცხადებდა, რომ ობიექტის შეძენისგან ინვესტორებს თავი შეეკავებინათ, რადგანაც მას მიაჩნია, რომ თავის დროზე მისი საკუთრების უფლება საწარმოზე უკანონოდ შეწყდა.


„როგორც ცნობილია, 2016 წლამდე გახლდით რუსთავში მდენარე მინერალური სასუქების მწარმოებელი საწარმოს - რუსთავის აზოტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ჩემი საკუთრების უფლება ამ საწარმოზე უკანონოდ შეწყდა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არამართლზომიერი ქმედებების გამო. ამიტომ, ჩემი უფლებების დასაცავად და საკუთრების აღდგენის მიზნით დღემდე ვაწარმოებ დავებს/სამართლებრივ პროცედურებს სხვადასხვა იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში.


ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის აზოტის ამჟამინდელ მესაკუთრეს/შპს „ე.უ. ინვესთმენთ“-ს და მათ უკან მდგომ პირებს, განზრახული აქვთ პირდაპირი თუ ირიბი გზით გაასხვისონ რუსთავის აზოტის აქტივები. წინამდებარე განცხადების მიზანია, საჯაროდ მოვუწოდო როგორც რუსთავის აზოტის გასხვისების ინტერესის უკან მდგომ, ისე მისი შეძენით დაინტერესებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ რუსთავის აზოტის გასხვისების მიზნით ნებისმიერი გარიგების/მანიპულაციების განხორციელებისაგან. ამგვარი გარიგებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი ვერ განიხილება რუსთავის აზოტის აქტივების კეთილსინდისიერ შემძენად.

მსურს გავასაჯაროო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე მივმართე საქართველოს ეროვნულ ბანკს, რათა მან თავისი საზედამხედველო უფლებამოსილებების ფარგლებში, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლიოს საქართველოს ერთ-ერთი სისტემური ბანკისა და მისი უმაღლესი მენეჯმენტის თანამდებობის პირების როლი და ჩართულობა რუსთავის აზოტის მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების სქემაში. ამასთან, ეროვნულ ბანკს წარვუდგინეთ არამართლზომიერ ქმედებათა ჯაჭვში მონაწილე პირთა მამხილებელი არაერთი საყურადღებო მტკიცებულება.

გამოვთქვავ იმედს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იმოქმედებს მისი მაღალი სტატუსის შესაბამისად და უახლოეს დროში მოახდენს სათანადო და ეფექტურ რეაგირებას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ იურიდიულ ფირმა “BLB“-ს, რომელიც იცავს და წარმოადგენს ჩემს ინტერესებს საქართველოში“,  აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა 28 ნოემბერს გაავრცელა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up