ანკარა „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან სამმხრივი და ოთხმხრივი მექანიზმების გამოყენებით.
„ვინაიდან ჩრდილოეთის დერეფანი აღარ არის ჩვენს წინაშე, როგორც ალტერნატივა, ჩვენ შევეცადეთ გაგვეხსნა ტრანსკავკასიური, კასპიის და შუა დერეფანი. თურქეთი-აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით უკვე ცენტრშია. იმედი მაქვს, მომავალში შესაძლოა სომხეთიც შეუერთდეს პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.