„ვინც პატიოსნად მუშაობს, მისთვის ეს პროგრამა კარგია. ფულის კეთებას არავინ გაპატიებს“ - ანზორ მელია DRG-ზე

„ვინც პატიოსნად მუშაობს, მისთვის ეს პროგრამა კარგია. ფულის კეთებას არავინ გაპატიებს“ - ანზორ მელია DRG-ზე

access_time2023-04-20 11:00:14

2019 წელს ამოქმედებული 520-ე დადგენილების შედეგად მიღებული ზარალის გამო კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ კარდიოქირურგიის განყოფილება დაიხურა, DRG-ს ამოქმედების შემდეგ კი, ამ განყოფილების განახლების შესაძლებლობა გაჩნდა, რადგან ტარიფები მისაღებია და კარდიოქირურგიის გამართული ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა 520-ე დადგენილებამ, რომლის მიზანიც ტარიფების გათანაბრება იყო, ფასები ძალიან შეამცირა. მაგალითად, კარდიოლოგიური ოპერაცია, რომელიც 12500 ლარი ჯდებოდა,  8500 ლარად შეფასდა. შედეგად, მელიას თქმით, კარდიოქირურგიული განყოფილება წამგებიანი გახდა და 50 ოპერაციაში 248 ათასი ლარის ზარალი დაუფიქსირდათ, რასაც კლინიკის ბუღალტრების მხრიდან ფინანსური დოკუმენტაციის შედგენის ხარვეზები დაემატა და შედეგად, გასული წლის ნოემბერში კარდიოქირურგიული განყოფილება დაიხურა. თუმცა, როგორც მელია ამბობს, სამ თვეში ეს მიმართულება მუშაობას განაახლებს, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება უკვე ემზადება.

ანზორ მელიას განცხადებით, „დიარჯის“ მეთოდოლოგია, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა, სამართლიანია, მან უკვე გამოიწვია პაციენტების მიერ თანაგადახდების შემცირება და მისი კლინიკის შემთხვევაში ამ სისტემას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.


„იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ღარიბია, ნამდვილად კარგი ტარიფებია, რაც ხარისხიანი მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის ფინანსდება ხარისხიანი სტენტები და სხვა სახარჯი მასალა. ანაზღაურებაც კარგად ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ. შეზღუდულები არ ვართ კვლევების ჩატარებაში. ვინც პატიოსნად მუშაობს, მისთვის ეს პროგრამა კარგია. პაციენტის ყიდვას და ფულის კეთებას კი არავინ გაპატიებს. თუ 4 საათი იწვა ავადმყოფი, უნდა დაწერო 4 საათი და ამას აანაზღაურებს სახელმწიფო. თანაც ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად გვეხმარება ახალი სისტემის დანერგვაში – პასუხობენ ჩვენს შეკითხვებს და ხელს გვიწყობენ,“ – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up