ყველანაირი მონაცემებით, მოსახლეობის 90%-ზე მეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება დარჩა იგივე ან გაუიაფდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.
როგორც წილოსანი განმარტავს, არსებობს 16 ჯგუფი, რომელიც სარგებლობს შეღავათით, სატრანსპორტო სისტემაში და მისი თქმით, ამ ჯგუფისთვის აღნიშნული ტარიფები უცვლელია. რაც შეეხება თბილისში არმცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს, წილოსანის თქმით, მათთვის ტარიფი გაძვირდა.
„ყველანაირი მონაცემებით, მოსახლეობის 90%-ზე მეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება დარჩა იგივე ან გაუიაფდა. მოსახლეობის 55% მგზავრობდა საშეღავათო ტარიფით, 16 ჯგუფი არის, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ანუ მგზავრობს უფასოდ ან 10 თეთრად ან 20 თეთრად, შესაბამისად, ამ ჯგუფისთვის სრულად ტარიფი რჩება იგივე და არაფერი იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს დაახლოებით 30% მოქალაქეების, რომლებსაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასაადგილებლად სჭირდებოდა ორი ტრანსპორტი და მაგალითად, მეტრო და მიკროავტობუსი, მიკროავტობუსი და ავტობუსი, მათთვის ღირებულება შეადგენდა 1.30 ლარს, შესაბამისად, მათთვის ეს პროცესი გაიაფდა, ასევე მოქალაქეებს, რომელიც იმ 55%-ში, მგზავრობდნენ შეღავათით და ამ შეღავათს გამოიყენებდნენ მხოლოდ მეტროსა და ავტობუსებში, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება, ეს შეღავათი გამოიყენონ მიკროავტობუსში და შესაბამისად, მათთვის ტარიფი გაიაფდა.
ასევე გაიაფდა იმათთვის, ვისაც ორჯერ სჭირდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა. იმ ადამიანებს, რომლების ჯამური ყოველთვიური გადასახადი იყო 45 ლარი, შესაბამისად 1 თვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში მოუწევთ 40 ლარის გადახდა და ულიმიტოდ შეეძლებათ გადაადგილება, შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის გაიაფდა. ჩვენ გვრჩება მგზავრობების 10%, რომელიც მოდის ტურისტებზე, თბილისში არმცხოვრებ მოქალაქეებზე და ძალიან მცირედი წილი მოდის თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებზე. მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა, თუმცა მათი ყოველთვიური დანახარჯი არის იმდენად მცირე და არ წარმოადგენს ხშირ მომხმარებელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, შესაბამისად მათი ხარჯი არ არის მნიშვნელოვნად დიდი, როგორიც გააჩნდა 90%-ს“, - განაცხადა წილოსანმა.
ipn.ge