ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ადამიანს, რომელიც განზრახ გამოფენს, ან დახატავს ნაცისტების სიმბოლოს, 22 000 ავსტრალიური დოლარის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ BBC წერს.
შტატის პრემიერ-მინისტრმა დენ ენდრიუსმა განაცხადა, რომ „არავის აქვს უფლება, გაავრცელოს რასიზმი, სიძულვილი ან ანტისემიტიზმი“.
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის კიდევ სამი შტატი გეგმავს იგივე კანონის ამოქმედებას, თუმცა, BBC არ წერს, რომელია ეს შტატები.
ანტისემიტიზმზე საუბარი ავსტრალიაში რამდენიმე წელია გააქტიურდა. ეს 2020 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - წყვილმა საკუთარი სახლის კედელზე გამოფინა დროშა, რომელზეც „სვასტიკა“ იყო გამოსახული. ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.