„ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია

„ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია

access_time2022-06-08 10:55:58

„ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაერთიანებით, ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა კომპანია, რომელსაც დაცვა-უსაფრთხოების მომსახურეობის გაწევის თითქმის  20 წლიანი  გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს  საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი,  პირველი და ერთადერთი  ბიზნეს ოპერატორია საქართველოში,  რომელიც ფლობს ISO 9001:2015 უსაფრთხოების კომპლექსურ სერთიფიკატს.

 

ამასთან, შ.პ.ს. „ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს, თანამედროვე დაცვითი ელექტრონული სიგნალიზაციის, ვიდეო-სამეთვალყურეო, დაშვების კონტროლისა და ხანძარმაქრი სისტემების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოებს, მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით.

 

კერძოდ, კომპანიის ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაში შემავალი, სწრაფი რეაგირების ჯგუფები 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფენ დაცულ ობიექტებზე საზოგადოებრივ წესრიგს და მათ სამოქმედო ლოკაციებზე განლაგებული, ელექტრო სიგნალიზაციით დაცული ობიექტის მონიტორინგს.

 

საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის მაღალი დონე კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები.

 

შ.პ.ს „ვიქტორია სექიურითი“ აქტიურად პარტნიორობს და თანამშრომლობს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებთან.

 

„მივესალმებით „ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიები ხდებიან ასოციაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა კომპანიამ შეძლო საიმედოობის მაღალი სტანდარტით და შესაბამისად, წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობით, რისი საუკეთესო ინდიკატორია ის, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. მასში დასაქმებულია 1900-ზე მეტი, მაღალპროფესიული დონის და გამოცდილების მქონე თანამშრომელი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ვიქტორია სექიურითი“ ყველა პარამეტრით წარმოადგენს დარგის ლიდერს საქართველოში, რომელიც მოტივირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც  მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორის გაძლიერებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up