Virgin Galactic-ის დამფუძნებელი უკრაინაშია. ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი კიევის რეგიონში, გოსტომელს სტუმრობდა, - ამის შესახებ გოსტომელის მმართველმა ტარას დუმენკომ Facebook-ზე დაწერა.
რიჩარდ ბრენსონი მუდმივად საუბრობს უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის, მისი ლიდერებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებაზე. გოსტომელში ის დაინტერესდა ანტონოვის აეროდრომით და მისი აღდგენის შესაძლებლობებით. „უკრობორონპრომის“ და სახელმწიფო საწარმო „ანტონოვის“ წარმომადგენლებთან ერთად სტუმარს მოვუყევით აეროდრომის პერსპექტივებზე და მისი რეკონსტრუქციის პროექტებზე“, - განაცხადა დუმენკომ.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 ივლისს Virgin Galactic-მა კოსმოსში პირველი ტურისტული ფენა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა თავად 71 წლის ბრენსონმა მიიღო.
ჯერ კიდევ 2013/14 წლებში ბრენსონმა ევრომაიდანს მხარი დაუჭირა, დაგმო იანუკოვიჩის რეჟიმი და ასევე საჯაროდ აღშფოთდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით. მაშინ ბიზნესმენმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი ეთქვა.
2022 წლის თებერვალში კი ბრიტანელმა მსოფლიოს უკრაინის ირგვლივ გაერთიანებისკენ და რაშისტების აგრესიისგან დაცვისკენ მოუწოდა.