,,ვირლანდიაში“ ვირის რძე 60, ყველი კი 1 500 ლარი ღირს

,,ვირლანდიაში“ ვირის რძე 60, ყველი კი 1 500 ლარი ღირს

access_time2022-01-24 13:00:46

„ვირლანდია“ - სახედრების პირველი ფერმა საქართველოში რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს. პროდუქტი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. როგორც  ფერმის ხელმძღვანელი თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.

 


ვირის რძე და ყველი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფასითაც, 1 ლიტრი რძე 60 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ. ყველის ფასი 1500 ლარს შეადგენს.



მაღალი ფასის მიუხედავად, ,,ვირლანდიის“ პროდუქტების  მიმართ დიდი მოთხოვნაა, რასაც ფერმერი მის უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.

 


,,სახედრების ფერმის დაარსებამდე გავეცანით უცხოურს და ტრადიციულ ქართულ გამოცდილებას, საფუძვლიანად შევისწავლეთ ბაზარი.  ცალკეული შემთხვევები მრავლადაა ხალხურ მედიცინაშიც, რასაც ამყარებს იმუნოლოგების, პედიატრების და სამედიცინო ექსპერტების კვლევები. პირველ რიგში, მთავარი გამორჩეული თვისება არის ის, რომ დედის რძესთან შესაძლებლობით ყველაზე ახლოს დგას, შეიცავს ანტიალერგიულ, ანტიმიკრობულ თვისებებს, D ვიტამინს. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან მათში უფრო ხშირია რესპირატორული დაავადებები და სასუნთქი გზების ინფექციები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ფასით გამოირჩევა, ვირის რძის მიმართ დიდი მოთხოვნაა. ინტერნეტით იყიდება ძირითადად, უფრო ბავშვებისთვის ყიდულობენ და მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიუტეტი აქვს. დიდი მოთხოვნაა ექსპორტზეც, თუმცა იმდენად მაღალ სტანდარტს მოითხოვს, რომ ჩვენი ფერმისთვის ჯერჯერობით მისი დაკმაყოფილება სიძნელეს წარმოადგენს, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული“, ამბობს თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“.

 


მისივე თქმით, ფერმა  2016 წელს დაარსდა. ჰყავს 35 სახედარი და აქვს 40 ჰა ფართობის საძოვარი.


 

მაღალი ფასი განპირობებულია ვირის დაბალი წველადობით, რომელიც დღეში სულ რაღაც 200-300 გრამ რძეს იძლევა. ფერმა დღეში საშუალოდ, ზამთრის სეზონზე 5-6 ლიტრ რძეს აწარმოებს, ზაფხულში - 4-5-ჯერ მეტს.




ერთი კილო ყველის მომზადებას კი 25 ლიტრი რძე სჭირდება, ამიტომ რძეს ფერმაში კვირაობით აგროვებენ.



რძისა და ყველის გარდა, ,,ვირლანდიაში“ იწარმოება მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე და სახედრის რძეზე დამზადებული ხელნაკეთი საპნებიც. 

 


რაც შეეხება იმას, თუ რისთვის გამოიყენება ვირის რძე და რა დადებითი თვისებები გააჩნია მას, ფერმერის განმარტებით, ვირის რძეს, ბაქტერია როგორც ასეთი არ აქვს და ის როგორც სამედიცინო მიზნით, ასევე კოსმეტიკური პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება.



ფერმერი ირწმუნება, რომ  სახედრის რძით რამდენიმე თვეში ათობით ჩვილი განიკურნა ყივანახველისგან, ბრონქების მძიმე დაავადებისგან, გაციებისგან.



ცნობისთვის,  სახედრის რძეს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ წერდნენ ფილოსოფოსი არისტოტელე, ისტორიკოსი ქსენოფონტე, ექიმი ჰიპოკრატე და იბნ სენა. იყენებდნენ ძველი რომაელები, ბერძნები, ინგლისელები და ფრანგები.



საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლეოპატრას ფერმაში 700 ვირი ჰყავდა და მათი რძის აბაზანებს იღებდა. სახედრის რძეს რომის პაპი ფრანცისკი სვამდა.



XIX საუკუნეში ბელგიასა და საფრანგეთში შეიქმნა ფერმები, რომლებიც ამარაგებდნენ ჰოსპიტალს სახედრის რძით ბავშვების გამოსაკვებად.



დღეისათვის სახედრის ფერმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს და აწარმოებენ რძეს სამკურნალო-კოსმეტიკური დანიშნულებით.



დღეისათვის სახედრის რძეზე მზადდება ყველაზე ძვირადღირებული ბავშვთა კვების პროდუქტები, შოკოლადი (შვეიცარია, ჩინეთი), სახის მოვლის საშუალებები: კრემები, საპნები, ლოსიონები და ნიღბები.



სახედრის რძე მდიდარია ვიტამინებით: A, B, C, D, E, მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით, ცინკით, ფოსფორით, იმუნოგლობულინებით, ომეგა 3 და 6-ით. იგი შეიცავს ანტიალერგენებს და ანტიბაქტერიულ ფერმენტებს. მასში ხდება კოლაგენის სინთეზი და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up