სატაცური მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამის პარალელურად, საქართველოდან პროდუქტის საექსპორტო მოცულობაც სულ უფრო მზარდია. გასულ წელს, ქვეყნიდან ჯამში, 13,2 ტონა (85,4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, 2020 წელს - 9,5 ტონა (43,6 ათასი აშშ დოლარი), ხოლო 2019 წელს - 5,93 ტონა (22,6 ათასი აშშ დოლარი).
ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართული სატაცურის უდიდესი წილი (თითქმის, 95%) რუსეთის ბაზარზე გადის.
გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, ვისაც პროდუქტი ექსპორტზე გააქვს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეს კომპანიებია: შპს "ეკო ფრუიტ", სს "გეოფრეშ" და შპს "ფრუტ ლენდი".
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები.
სამეწარმეო რეესტრის მიხდვით, შპს ეკო ფრუიტ 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%ანი წილის მფლობელი და დირექტორი ელისო ბუზალაძეა.
სს გეოფრეშ - 2016 წელს დაფუძნდა. დირექტორია ნირ იაქოვ ბარექეთი, საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქე.
შპს ფრუტ ლენდი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2019 წელს დაფუძნებული კომპანიის 50-50%-ან წილებს ნატალია კალანდაძე და სოფიკო ღაჟონია ფლობენ. დირექტორია ირაკლი კალანდაძე.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“