ვის ეკუთვნის კომპანიები, ვისაც ქათმის ხორცი ექსპორტზე გააქვს - რომელ ქვეყნებში იგზავნება ქართული პროდუქტი

ვის ეკუთვნის კომპანიები, ვისაც ქათმის ხორცი ექსპორტზე გააქვს - რომელ ქვეყნებში იგზავნება ქართული პროდუქტი

access_time2022-06-07 19:30:52

მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოდან ქათმის ხორცის (ახალი ან გაცივებული) როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 4,726 მლნ აშშ დოლარის (3,440 ტონა) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიდოში - 2,139 მლნ აშშ დოლარის (2,120 ტონა).

 

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს (ადგილობრივი წარმოების), მიმდინარე წლის 4 თვეში 1,008 მლნ აშშ დოლარის (731.3 ტონა) ქათმის ხორცი გავიდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-აპრილში 204 ათასი აშშ დოლარის (175.1 ტონა).

 

აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ქათმის ხორცი საქართველოდან ექსპორტირებულ ტოპ-10 საკვებ პროდუქტს შორის მოხვდა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021, ასევე 2022 წლის 4 თვეში ქართული პროდუქტი სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, ვისაც შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი საქართველოდან ექსპორტზე გააქვს.

 


საქსტატის მონაცემებით, ეს კომპანიებია: შპს ბესთ ფუდი, შპს დილის პროდუქტები, შპს პოულტრი ჯორჯია და შპს ჩირინა.

 

შპს ბესთ ფუდი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2020 წელს დაფუძნდა. შპს ბესთ ფუდის 100%-ანი წლის მფლობელი და დირექტორი ლია ჯამერაშვილია.

 

შპს დილის პროდუქტები - 2010 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანის 52,5% სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პოულტრი ინვესტმენტ გრუპს“ ეკუთვნის, ხოლო , 47.5% - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობას „გრანდის თრეიდინგი“.

 

შპს დილის პროდუქტების მშობელი კომპანიაა შპს პოულტრი ინვესტმენტ გრუპი, რომელიც პაატა დუშუაშვილისა და ნაზი ლიპარტელიანის საკუთრებაშია. კომპანიის გენერალური დირექტორია გივი ლობჟანიძე.

 

შპს პოულტრი ჯორჯია - კომპანის 2010 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 100%-ანი წილი კვიპროსში რესგიტრირებულ სააქციო საზოგადოებას „პოულტრი ენტერპრაისის“ ეკუთვნის, გენერალური დირექტორია (წარმომადგენელი) - ზურაბ ჭუჭულაშვილი.

 

შპს ჩირინა - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი რევაზ ვაშაკიძეა.



bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up