ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა
, სადაც იგი ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებას აფასებს:კომერსანტი გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
„რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო - პირველ რიგში.
ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ნახეთ თუ არ აგვახიოს ენკამ 1 მილიარდი.
ქვეყანაში 84 ჰესის მშენებლობაა გაჩერებული - 4 მილიარდის ინვესტიციაა ეს. ეგრე როგორ ხდება რომ ყველა ჰესი მავნებელია ჩვენი სპეკულიანტი გარემოსდამცველებისთვის?
იმ კვირას, დოკუმენტებით განახებთ ამათ ნამდვილ სახეს და პირდაპირ კავშირებს რუსეთთან - საბოტაჟს, რომელიც ნამახვანში მოუწყვეს სახელმწიფოს.
და მაინც, დაიწყო ხეობის მოსახლეობამ ენკასთვის დასაბრუნებელი 35 მილიონის შეგროვება?“ - წერს სოციალურ ქსელში მირცხულავა.
(R)