ვის მფლობელობაშია საქართველოში არსებული ელექტროსადგურები

ვის მფლობელობაშია საქართველოში არსებული ელექტროსადგურები

access_time2023-04-05 18:00:05

ვის მფლობელობაშია საქართველოში არსებული ელექტროსადგურები - როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს კვლევაშია ნათქვამი საქართველოში არსებული 109 ჰესს 77 იურიდილი პირი ფლობს.


„საქართველოში არსებული 109 ჰესს 77 იურიდილი პირი ფლობს (ზოგიერთი იურიდიული პირი 2 და მეტი ჰეს-ის მფლობელია). 77 მფლობელიდან 49 კერძო ქართული კომპანია ან საქართველოს სახელმწიფოა. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 61%-ს საქართველოს საკუთრებაში (კერძო და სახელმწიფო) არსებული ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.

ელექტროენერგიის 13%-ს ჩეხური კომპანიის, კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰეს-ები გამოუმუშავებენ, 7%-ს - უკრაინის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ჰესები, 5%-ს - რუსეთის, ხოლო 3-3%-ს ესპანური და თურქული კომპანიების საკუთრებაში არსებული ჰესები.

ყველაზე მსხვილი ჰესის - „ენგურჰესის“ 100%-ის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა.

ელექტროენერგიის გამომუშავებით მეორე ადგილზე მყოფ „ვარციხე ჰესის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“, რომელიც ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და მისი საბოლოო მფლობელები უკრაინელი ბიზნესმენები, გენადი ბოგოლიუბოვი და იგორ კოლომოისკი არიან. 551 მლნ კვტ საათის ჯამური გამომუშავებით მესამე ადგილზე სს „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ არიან. ამ ორი ჰეს-ის მფლობელი „გარდაბანი ჰოლდინგ ბ.ვ.“-ია, რომელიც რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.


მოქმედი 5 თეს-იდან ყველაზე მსხვილი სადგურები - შპს „გარდაბნის თბოსადგური 1“ და შპს„გარდაბნის თბოსადგური 2“ სახელმწიფოს საკუთრებაშია. „გარდაბნის თბოსადგური 1“-ის 49%-ს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, ხოლო 51%-ს - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის 100%-ს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს. კიდევ ერთ შედარებით მსხვილ თეს-ს - შპს „მტკვარი ენერჯის“ (279 მლნ კვტ საათი წლიური გამომუშავება) ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობს, რომლის მფლობელი კომპანია შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე დავით ბეჟუაშვილია. თეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში 83% სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სადგურებზე მოდის. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის“ საკუთრებაა, რომლის საბოლოო მფლობელი სს „ჯორჯია კაპიტალია“,“- ნათქვამია კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up