„ვის სჭირდება შენი სირბილი?“. ბოტასი – კრიპტოვალუტა, თუ ფინანსური პირამიდა

„ვის სჭირდება შენი სირბილი?“. ბოტასი – კრიპტოვალუტა, თუ ფინანსური პირამიდა

access_time2022-05-20 12:00:07

„ბოტასები არის ძალიან კარგად შენიღბული ფინანსური პირამიდა“ – ასე აფასებს საქართველოში პოპულარულ ე.წ. კრიპტოვალუტას ეკონომისტი კონსტანტინე მოსიძე, რომელიც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ იმყოფებოდა სტუმრად.


მისი განმარტებით, ბოტასი არის პირამიდის და კრიპტოვალუტის ერთგვარი ჰიბრიდი.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.




„ზოგადად, მაგალითად რომ ავიღოთ ბიტკოინი, თუ ამ კრიპტოვალუტას ჩავკეტავთ და ახალ მყიდველებს არ შევუშვებთ ბაზარზე, ბიტკოინი გააგრძელებს არსებობას, ის არ არის პირამიდა. არსებული მყიდველები გააგრძელებენ ყიდვა–გაყიდვას. შეიძლება ფასი დაეცეს, მაგრამ ბიტკოინი არ ჩამოიქცევა“, – აღნიშნა კონსტანტინე მოსიძემ.


ბოტასს რაც შეეხება, ეკონომისტი ამბობს, რომ ბოტასს ყიდულობ ადამიანისგან GSD-ს მეშვეობით, რომელიც ამ ბოტასის კრიპტოვალუტაა. GSD–ს აქეშებთ და გამოგაქვთ თანხა. „ჩნდება კითხვა, თუ GSD–ს გიხდიან, იგი უნდა გაუფასურდეს, ვინაიდან ბევრი ადამიანი მივა, გამოიმუშავებს ამ ვალუტას და გაანაღდებს. იმისათვის, რომ ეს ვალუტა არ გაუფასურდეს, ბოტასის დეველოპერები ბევრ რამეს აკეთებენ. ერთ–ერთია ამ GSD–ს ე.წ. დაწვა, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტას აგზავნი ისეთ მისამართზე, საიდანაც ვეღარ დაბრუნდება, ანუ ხდება ცირკულაციიდან ამოღება. მეორეა ის, რომ ბოტასის არსებული მფლობელები GSD–ს ყიდულობენ თავისი ბოტასების დასააბგრეიდებლად. მაგრამ მთლიანობაში იმდენად ახლართულია ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში უნდა დავსვათ კითხვა: ვის სჭირდება შენი სირბილი? – თუ ამ კითხვაზე ვერ მივიღებთ სწორ პასუხს და არც არსებობს ამაზე პასუხი, ძალიან დიდი ალბათობით ვრწმუნდებით, რომ ეს არის ფინანსური პირამიდა“, – აღნიშნა ეკონომისტმა.


კონსტანტინე მოსიძე ამბობს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიცვლის აზრს ბოტასთან მიმართებაში და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, მაგალითად, ამ კრიპტოვალუტის დეველოპერები გააფორმებენ კონტრაქტებს „ნაიკთან“, „ადიდასთან“, „რიბოკთან“ ან რომელიმე სხვა კომპანიასთან, რომლებიც გადაიხდიან ფულს ამ სირბილში და შემდეგ ეს ბული გადანაწილდება ბოტასის მომხმარებლებზე.


„ამ შემთხვევაში უკვე სიტუაცია იცვლება იმ მხრივ, რომ პირამიდა რჩება, მაგრამ დამკვეთები ფულს იხდიან რეკლამაში“, – აცხადებს კონსტანტინე მოსიძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up