ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს

ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს

access_time2022-01-23 20:00:49

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 52 სხვადასხვა სახის აუდიტს ჩაატარებს [გასულ წელს ჩატარდა 50 აუდიტი].

სამსახურის ინფორმაციით, აჭარის შემთხვევაში მიმდინარე წელს ცალკეული უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად ჩატარდება რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი.

აჭარის ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022 წელს ჩატარდება, 2021 წელს მოიცავს.
„აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით,“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.

2022 წელს აჭარაში 6 შესაბამისობის აუდიტიც ჩატარდება:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2020-2021 წწ.]
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი [2020-2021 წწ.]
ამ აუდიტების მიზანია „შეისწავლოს აუდიტის საგნის შესაბამისობა კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების (კრიტერიუმების) მოთხოვნებთან“.

ასევე ჩატარდება:


ქედის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ხულოს მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ამ აუდიტების მიზანია „შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2020-2021 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები. მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების განკარგვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები“.

ჩატარდება ასევე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2020-2021 წწ.]
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს კომპანია ახორციელებდა/ახორციელებს ისეთ უმსხვილეს პროექტებს აჭარაში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, სპორტული კომპლექსი ლეონიძეზე და სხვა.

სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ასევე 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.

„უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისგან, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ უწყებაზე. რამდენადაც შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში სისტემურია და საერთოა საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის, მსგავსი ნაკლოვანებების აღმოფხვრა ხშირად სცდება ცალკეული უწყების უფლებამოსილებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები.“ – აცხადებს სამსახური.

ერთ-ერთი ასეთი იქნება „2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი“.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა 52 აუდიტით განსაზღვრა, რომლითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 91%-ის დაფარვა. 2021 წელთან შედარებით, ერთი პროცენტული პუნქტით იზრდება ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი.

2022 წელს განსაზღვრულია 13 ფინანსური აუდიტის ჩატარება:

10 ფინანსური აუდიტი − ცენტრალურ ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − მუნიციპალურ ბიუჯეტში

იგეგმება შემდეგი უწყებების 2021 წლის ფინანსური აუდიტი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტრი, გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრი, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის და შს სამინისტროები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგადასახადო შემოსავლები, აფხაზეთს ა/რ ერთიანი რესბუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგება, აჭარის ბიუჯეტი, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება.

სახელმწიფო აუდიტი ასევე აპირებს შეისწავლოს შესაბამისობის აუდიტები, მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტი, COVID-19 პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის სამსახური შეამოწმებს ისეთი პროგრამების ეფექტიანობასაც, როგორებიცაა: აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარება და მართვა, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP), საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობა, პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ.



ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: "ბათუმელები"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up