Visa: 2022 წლის სამი მთავარი ტრენდი გადახდების ინდუსტრიიდან

Visa: 2022 წლის სამი მთავარი ტრენდი გადახდების ინდუსტრიიდან

access_time2021-12-22 23:00:00

როგორც წესი, დეკემბერი შეჯამებისა და ახალი გეგმების ჩამოყალიბების თვეა, რაზეც სხვადასხვა კომპანიის მიერ გავრცელებული ანგარიშები და მოხსენებები მიუთითებს. ამ ტრენდს არც გადახდების მსოფლიო გიგანტი, Visa ჩამორჩა – კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელის (CEMEA-ს რეგიონში), გოდფრი სალივანის აზრით, მომავალ წელს გადახდების ინდუსტრიას ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები, მეტავერსი და კრიტიპტოვალუტები განსაზღვრავენ.



ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები



აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია არახალია: არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიები პარადიგმულ ცვლილებას განიცდიან: ფინანსური ინსტიტუტები – ტექნოლოგიურ კომპანიებად ყალიბდებიან, ხოლო ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ტრადიციულად სტარტაპებად ითვლებოდნენ – ფინანსურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებას განაგრძნობენ.



ამ ცვლილების თავი ისტორიაში უნდა ვეძებოთ: საქმე ისაა, რომ ისტორიულად, საბანკო ინფრასტრუქტურა – საკმაოდ შეზღუდული, ხოლო სერვისების მიღება რთული და ძვირი იყო, ხანდახან კი – საერთოდ შეუძლებელი. თუმცა ბოლო დროს ეს ასე არ არის: დეცენტრალიზებულმა ფინანსურმა კომპანიებმა, ისევე როგორც ტრადიციულმა მსხვილმა მოთამაშეებმა არაერთი ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რამაც ადრე არსებული ბარიერები, უბრალოდ, გააქრო. ამას თან ერთვის სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ გამოთქმული მზაობა ამ ახალი სფეროს რეგულირების შესახებ, რომელიც მას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის და ინვესტორთა და მომხმარებელთა ნდობას გააღრმავებს.




თავისთავად ცხადია, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება ტრადიციულ საბანკო სფეროზე: სრულიად ახალი საბანკო სერვისების მომწოდებლები მათთვის კონკურენტებიც იქნებიან და პარტნიორებიც, ეს სინერგია კი მთელ ინდუსტრიაზე დადებითად აისახება. ამგვარად, მომხმარებლებიც იხეირებენ, რადგან ისინი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს მიიღებენ.




მეტავერსი



აღარავის გვეუცნაურება, რომ რთულად მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც მეტავერსზე არ ფიქრობს – უფრო მეტი კი ისეთი კომპანიაა, რომელიც დღეს-ხვალ მეტავერსში საკუთარ ბიზნესს გადაიტანს. მეტავერსის დღეს არსებულ პლატფორმებზე გამართულ ღონისძიებებს შორის ორი განსაკუთრებულად საინტერესოა: ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი, რომელიც შემოდგომაზე, Fortnite-ში გაიმართა და რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო და მოდის გიგანტის, Gucci-ს მიერ ვიდეოთამაშ Roblox-ში შექმნილი ბაღი, რომელიც ფლორენციაში არსებული ბაღის ზუსტი ციფრული ანალოგია – ამ ადგილის სტუმრობა მომხმარებლებს $10 დაუჯდებათ.




Visa-ში ფიქრობენ, რომ ციფრული ეკონომიკა, რომელიც დღეს, უმეტესწილად, ვიდეოთამაშების ინდუსტრიის გარშემო არის აღმოცენებული, მომავალ წლებში უფრო და უფრო განვითარდება, რაც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს შექმნის: ბიზნესები საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პორტფელის დივერსიფიცირებას შეძლებენ – Gucci-ს ციფრულ ბაღში, მაგალითად, NFT-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ჩანთა $4100-ად გაიყიდა, რაც ფიზიკურ ჩანთაზე ძვირიც კი არის. ამასთანავე, ბიზნესებს ახალ სამყაროსთან ადაპტაციაც მოუწევთ, რადგან შეიძლება, რომ მათი ბიზნესმოდელები ამგვარი კომერციისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდეს.



კრიპტოვალუტები



დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტები, რომლებიც თავდაპირველად რევოლუციურ აქტივებად მოიაზრებოდა, სულ უფრო და უფრო მალე იმკვიდრებს თავს ყოველდღიურობაში როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოების ძალისხმევით. ამ ტენდენციის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორი ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული რეგულატორები ამ სფეროს დარეგულირებას იწყებენ, რითაც, რეალურად, მას ტრადიციული ფინანსური სისტემისაკენ გზას უხსნიან. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უთქმელი კონსენსუსი ჩამოყალიბდა: კრიპტოვალუტები არსად გაქრება.




აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოსამყაროსთან დაკავშირებით, Visa საკმაოდ გაბედულად მოქმედებს: ცოტა ხნის წინ კომპანიამ კრიპტოსაკონსულტაციო სერვისების დანერგვის შესახებ განაცხადა. Visa-სთვის კრიპტოვალუტები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც არის: 2020-2021 წლებში კომპანიამ საკუთარი კრიპტოდაკავშირებული ბარათების მეშვეობით $3.5 მილიარდის ეკვივალენტი მოცულობის ტრანზაქციები განახორციელა.



ამგვარად, Visa ერთ-ერთი ტრადიციული კომპანიაა, რომელიც ამ ახალ სამყაროში საკუთარ სათქმელს ამბობს: სხვა სერვისებთან ერთად, ისინი საკუთარ მომხმარებლებს ისეთ ბარათებსა და API-სერვისებს სთავაზობენ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევთ, გარკვეული სერვისები და პროდუქტები კრიპტოვალუტების მეშვეობით შეიძინონ ან გაყიდონ. ამასთანავე, სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ საბონუსე სისტემებს, რომელთა შემთხვევაში, მომხმარებლები ქეშბექს კრიპტოვალუტების საშუალებით იღებენ. მომავალ წლებში ამ ტრენდს კრიპტოვალუტებით გასესხების ფუნქციონალიც დაემატება, რომელსაც გამოიყენებენ როგორც უშუალოდ დაკრედიტების ვალუტად, ასევე როგორც სესხის უზრუნველსაყოფად.



წყარო: forbes.ge



თეგები:
Visa



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up