„ვისაც რამე ჰქონდა, უკვე ყველამ გაყიდა ან ლომბარდში ჩააბარა“ - რა მდგომარეობაა თბილისის „ოქროს ბირჟაზე“

„ვისაც რამე ჰქონდა, უკვე ყველამ გაყიდა ან ლომბარდში ჩააბარა“ - რა მდგომარეობაა თბილისის „ოქროს ბირჟაზე“

access_time2022-06-08 15:00:00

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მერყეობს - ჯერ გაიზარდა და 2 წლის განმავლობაში პირველად 2,000 დოლარს გადასცდა, შემდეგ კი კვლავ შემცირდა და დღეს 1 უნცია 1 840 დოლარზე ოდნავ მეტია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მდგომარეობა ოქროს ბირჟაზე ჩვენს ქვეყანაში და იქონია თუ არა ომმა, ინფლაციის მაღალმა დონემ თუ სხვა ფაქტორებმა გავლენა ამ სექტორზე.

„დასათვალიერებლად თუ შემოვლენ, თითქოს მუზეუმში არიან, ზოგი კიდევ სიცხეს აფარებს თავს. ვინც შემოდის, იმათგან მყიდველი ძალიან ცოტაა“, - ასეთია განწყობა თბილისის ოქროს ბირჟებზე.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათი მთავარი პრობლემა ახლა მოთხოვნის ნაკლებობაა - ხალხს ოქროს საყიდელი ფული ნაკლებად აქვს და აღარც გასაყიდად მიდის ვინმე ხშირად - „ვისაც რამე ჰქონდა, უკვე ყველამ გაყიდა ან ლომბარდში ჩააბარა“.

ფასები მერყეობს საქართველოს ბაზარზეც და როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო ფასის ან დოლარის კურსის შესაბამისია. თუმცა ფასის კლება ან მატება 5-ლარის ფარგლებს არ ცდება.


ოქროს ფასებმა საქართველოში განსაკუთრებით პანდემიის დაწყებისას მოიმატა და თითქმის გაორმაგდა, მას შემდეგ კი ფასი მნიშვნელოვნად არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

„ხან მაღლა მიდის, ხან დაბლა, როგორც დოლარის კურსი, თუმცა უფრო მეტად მსოფლიო ბაზარზე უნციის ფასს მიყვება. ახლა მსოფლიო ფასი კი მატულობს, მაგრამ ჩვენთან მცირდება, რადგან ლარის დოლარის მიმართ გამყარება არეგულირებს.

ოქროსა და ვერცხლის საქმე გაგვიფუჭდა, სურსათზე კიდევ პირიქითაა, მოთხოვნა კი დიდია, მაგრამ ვერ ვყიდულობთ. ახლა ფულს ოქრო-ვერცხლში ვერ იშოვი. აი, დადექი და ნახავ, თუ კლიენტი მოვა“, - უთხრა ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრე „ბიზნესპრესნიუსს“.

დღეს ჩვენს ბაზარზე 585 სინჯის ქარხნულად დამზადებული ოქროს ფასი, ძირითადად, 120-130 ლარიდან იწყება. 10-15 ლარით ნაკლებია ქვეყანაში დამზადებული ოქროს ნაკეთობის ფასები.

რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი ვერცხლის ფასი, ძირითადად, 4-8 ლარის შუალედში მერყეობს.

bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up