საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.34 მილიარდი დოლარია, რაც 22.54 მლრდ ლარს შეადგენს. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ერთ წელში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში 130 მილიონით გაიზარდა, ხოლო ლარებში 2.9 მილიარდით შემცირდა, რისი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარებაა.
საქართველოს საგარეო ვალში ყველაზე მეტი აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ვისი და რამდენი ვალი აქვს საქართველოს:
● ADB - 2.07 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 2 მილიარდი დოლარი;
● EIB - 920 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) - 736 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) - 626 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
● EBRD - 237 მილიონი დოლარი;
● AIIB - 196 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) - 196 მილიონი დოლარი;
● იაპონია - 157 მილიონი დოლარი;
● EU - 142 მილიონი დოლარი;
● IFAD - 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - 25 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - 14 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - 12 მილიონი დოლარი;
● აშშ - 11 მილიონი დოლარი;
● CEB - 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 6 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - 4 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 3 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 3 მილიონი დოლარი;
● ირანი - 2 მილიონი დოლარი;