ვისი ვალი აქვს საქართველოს - საფინანსო ინსტიტუტების ტოპ-სამეული შეიცვალა

ვისი ვალი აქვს საქართველოს - საფინანსო ინსტიტუტების ტოპ-სამეული შეიცვალა

access_time2022-04-16 16:00:56

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 361,561 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 45,804 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.082 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25.064 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.720 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 26.340 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის თებერვლის მონაცემებს, საგარეო ვალი 8.127 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 25.635 მლრდ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორების სამეულში აღარ ხვდება - მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), რომელმაც გასული თვეში მე-3დან მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB-ს მიმართ ვალი 801,558 მლნ აშშ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.224 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.859 მლრდ დოლარს აჭარბებს.

გთავაზობთ, სახელმწიფოს მევალე საფინანსო ინსტიტუტების ჩამონათვალს:


აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,859 მლრდ აშშ დოლარი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 194,011 მლნ აშშ დოლარი;

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 5,219 მლნ აშშ დოლარი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 228,315 მლნ აშშ დოლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 801,558 მლნ აშშ დოლარი;

ევროგაერთიანება (EU) – 147,937 მლნ აშშ დოლარი;

მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,224 მლრდ აშშ დოლარი;

მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 798,160 მლნ აშშ დოლარი;


სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 37,457 მლნ აშშ დოლარი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 203,213 მლნ აშშ დოლარი;

სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) -2,320 მლნ აშშ დოლარი.


რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

სომხეთი - 3,283 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი - 3,721 მლნ აშშ დოლარი;

ავსტრია - 16,104 მლნ აშშ დოლარი;

ჩინეთი - 472 ათასი აშშ დოლარი;

საფრანგეთი - 685,353 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 666,705 მლნ აშშ დოლარი;

ირანი - 2,714 მლნ აშშ დოლარი;

იაპონია - 175,927 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 4,048 მლნ აშშ დოლარი;

კუვეიტი - 11,454 მლნ აშშ დოლარი;

ნიდერლანდები - 85 ათასი აშშ დოლარი;

რუსეთი - 25,436 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 7,246 მლნ აშშ დოლარი;

თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი;

ამერიკა - 12,767 მლნ აშშ დოლარი.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი“ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up