„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადება:

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადება:

access_time2021-11-15 17:55:20

მოგესალმებით! მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის  სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი. 



რაც შეეხება საწვავის ფასებს:



საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.



მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად ვისოლი“ ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება.



თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა. ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საწვავზე ფასის მატების მიზეზებს განმარტავს. თუ დღის წესრიგში ისევ დგას საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმის ახსნა, ნებისმიერ დროს მზად ვართ მოვაწყოთ საჯარო განხილვა თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია, ერთხელ და სამუდამოდ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით.



მინდა იცოდეთ, რომ როგორც ჩემს ზემო აღნიშნულ ინტერვიუში განვმარტე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე და როგორც მინიმუმ, ეს პროცესი გავწელოთ დროში. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. დღეს საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წამებში არის შესაძლებელი.



ჩემო მეგობრებო! „ვისოლ პეტროლიუმი“ არის ქართული, სრულიად გამჭვირვალე კომპანია და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ რაციონალურ, პროფესიულ და კონსტრუქციულ განხილვებში და არ დავტოვოთ აბსოლუტურად არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი.



მადლობა ყველას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ, უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ვიყოთ ბევრად სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.



გისურვებთ ჯანმრთელობას!








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up