რუსი სამხედროები კიევს ბომბავენ. ამის შესახებ სოცილურ ქსელში დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.
„საღამოს მტერმა კვლავ დაბომბა კიევი. ჭურვები მოხვდა რამდენიმე კერძო სახლს პოდოლსკის რაიონში. ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. ხანძრები ლოკალიზებულია, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან“ , - წერს კლიჩკო.
მერის თქმით, ასევე დაზიანებულია დაბალი წნევის გაზსადენი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
ცნობისთვის, კიევში „კომენდანტის საათია“ გამოცხადებული, რომელიც 20:00 საათიდან 07:00 საათამდე მოქმედებს.