ვითარება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე და რუსულ ნავთობი საქართველოში - ტენდენციები გალტ & თაგარტის ანალიტიკოსმა „კომერსანტთან“ განიხილა

ვითარება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე და რუსულ ნავთობი საქართველოში - ტენდენციები გალტ & თაგარტის ანალიტიკოსმა „კომერსანტთან“ განიხილა

access_time2023-01-17 11:00:47

რა ტენდენციები და მოლოდინებია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე, ამის შესახებ „გალთ & თაგარტის“  უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბერბერაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

 

 

გიორგი ბერბერაშვილის თქმით, გასული წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და დაძაბული იყო, არა მხოლოდ ნავთობის თემაში, არამედ გლობალური ფინანსური სექტორისთვისაც, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები და ა.შ.

 

 

„წელი რომ შევაჯამოთ ფასების კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილება არცაა. ესაა - 3.7% ცვლილება 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში. თუმცა ამ პერიოდში ვნახეთ ისტორიული მაქსიმუმი ფასი 130$ ბარელზე, რაც პირველ რიგში განპირობებული იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის და ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციებით. ეს იყო თებერვალი-მარტის პერიოდში, შემდეგ დაიწყო დასტაბილურება. მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის ნულოვანი კოვიდპოლიტიკაც, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ნავთობის იმპორტზე. ამ ეტაპზე 1 ბარელი ივაჭრება 85$-ის ფარგლებში. ისტორიულად განსხვავება „ბრენტსა“  და რუსულ ნავთობ „ურალს“ შორის იყო 2-3$-ის ფარგლებში, განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა 31$-იანი სხვაობა „ბრენტთან“ მიმართებაში,“ - განაცხადა გიორგი ბერბერაშვილმა. მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

 

„რომ შევხედოთ ბოლო რამდენიმე თვის დინამიკას, საკმაოდ შემცირებულია რუსული ნავთობის ექსპორტი. რაც პირდაპირ დაკავშირებულია ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან. რუსული ნავთობის ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა არის ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი.“ - განაცხადა გიორგი ბერბერაშვილმა. მისი თქმით, ანალიტიკოსების ვარაუდები განსხვავებულია ამ კონტექსტში ჩინეთის ეკონომიკის გახსნის შედეგებთან დაკავშირებით.


 


რაც შეეხება საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის ტენდენციების გავლენას საქართველოზე, გიორგი ბერბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოში იმპორტირებული ნავთობის დიდი წილი რუსულია, რაც განსაზღვრავს კიდეც მის დაბალ ფასს.

 


ქართველი ნავთობიმპორტიორები საკმაოდ დინამიკურები არიან,  მარტივად ახდენენ როტაციას ერთი ნავთობმომწოდებელი ქვეყნიდან მეორეზე. რომ ავიღოთ ბოლო წლების სტატისტიკა, საკმაოდ ახლოს ვიყავით საერთაშორისო ფასებთან. „ბრენტი“ თუ გარკვეულწილად შეიცვლებოდა, ჩვენთან ეს ისახებოდა 3 კვირის პერიოდში. სრულად შეიცვალა სურათი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაწესებული სანქციებისა და ნავთობის გაიაფების შემდეგ, შესაბამისად, დაიწყეს ალტერნატიული გზებით შემოტანა და ახლა დიდი წილი საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა არის რუსული. შესაბამისად, რთულია პროგნოზი რამდენად ვიქნებით სამომავლოდ დამოკიდებული „ბრენტზე“, თუკი არსებული სურათი შენარჩუნდა,“ - აღნიშნა ბერბერაშვილმა.

 


გალთ & თაგარტის ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო კონკრეტული პროგნოზების კეთება რთულია, თუმცა ტენდენციების განსაზღვრა შესაძლებელია.

 


„თან არის მოლოდინი, რომ ფასები უნდა გაიზარდოს ჩინეთის და აზიური ქვეყნების ეკონომიკების გახსნასთან ერთად. თან ერთის მხრივ, გვაქვს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ფასები უნდა დაიწიოს მეტ-ნაკლებად. ასევე არის „ოპეკი“ რომელსაც არაოფიციალური თარგეთ ნიშნული აქვს გაცხადებული 75$ და ყველაფერს იზამს, რომ ამ ნიშნულზე დაბლა არ ჩამოვიდეს. მიმდინარე ომიც გვაქვს და მალე ძალაში შედის დამატებითი ემბარგო და შეზღუდვები რუსულ ნავთობზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ფასის მკვეთრი მოძრაობები კიდევ იქნება, მთლიანობაში, დიდი ალბათობით, მოლოდინები ნავთობის ფასთან დაკავშირებით უფრო პოზიტიურია და 100-120$-ის ფარგლებში ელოდებიან ფასის ცვლილებას,“- განაცხადა ბერბერაშვილმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up