„ვითიბი ბანკი“ და „აგროჰაბი“ - წარმატებული პარტნიორობის ისტორია

„ვითიბი ბანკი“ და „აგროჰაბი“ - წარმატებული პარტნიორობის ისტორია

access_time2021-10-29 15:55:36

„ვითიბი ბანკის“ დაფინანსებით „აგროჰაბის“ ქსელი გაფართოვდა. ბიზნესის #1 ქომაგის  მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში ჰიპერმარკეტის ორი ახალი ფილიალი გაიხსნა.

 

პროექტი „ვითიბი ბანკში“ თავიდანვე საინტერესოდ მოეჩვენათ, მოეწონათ კონცეფცია და იდეა, რომ  მოსახლეობისთვის ნატურალური პროდუქტი შეეთავაზებინათ . „ვითიბი ბანკის“ კორპორაციული კლიენტების განყოფილების უფროსი შოთა გავაშელი ამბობს, რომ პროექტის წარმატება დრომ უკვე დაამტკიცა. შესაბამისად, ახალა ვითიბი ბანკი და „აგროჰაბი“ ახალ პროექტებზე მუშაობენ. გავაშელი დარწმუნებულია, რომ საიმედო ბიზნესპარტნიორთან თანამშრომლობით კიდევ ბევრ პროექტს განახორციელებენ.

 

„აგროჰაბი ის პროექტია, რომლის იდეა დავიჯერეთ, ჩავთვალეთ, რომ პერსპექტივა ჰქონდა და დავიწყეთ ამ ინიციატივის განხორციელება. ფაქტია, რომ პროექტმა გაამართლა და დღეს ჰიპერმარკეტების ქსელი წარმატებით მუშაობს. გარდა ამისა, „აგროჰაბში სხვადასხვა სახის წარმოებაა. მაგალითად, კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, „აგროჰაბს“ გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმაც. როდესაც ვნახეთ, რომ კომპანია კარგად მუშაობდა, დავეხმარეთ კიდევ ორი ახალი ფილიალი გახსნაში „ვითიბი ბანკის“ და „აგროჰაბის“ თანამშრომლობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მოხერხდეს გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება და წარმატების მიღწევა. კლიენტს სჭირდება თანადგომა, გაგება, მოსმენა, დალაპარაკება, რჩევის მიცემა და ა.შ. სწორედ ეს არის პარტნიორული ურთიერთობა. ამ ჯგუფს სამომავლოდ კარგი იდეები აქვს, რომელსაც სიამოვნებით გავყვებით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა შოთა გავაშელმა.

 


სუპერმარკეტების ქსელის „აგროჰაბი“ დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი იხსენებს, რომ „ვითიბი ბანკთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო, როდესაც მარშალ გელოვანის გამზირზე პირველი ობიექტი შეიძინა. ამბობს, რომ ბანკის არჩევა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი თქმით, ყველა ბიზნეს რისკი კომპანიას საფინანსო ინსტიტუტთან ერთად აქვს დაზღვეული. ახვლედიანის განმარტებით, ბიზნესში ძალიან ბევრს ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობების და ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება. შესაბამისად, „ვითიბი ბანკი“ აღმოჩნდა ის საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ენდო და მრავალწლიანი თანამშრომლობა დაიწყო.

 

„წლების განმავლობაში სხვადასხვა ბანკთან ვთანამშრომლობდი, ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ, რა დროსაც ყველაზე კარგი პირობა  „ვითიბი ბანკმა“ შემოგვთავაზა. ბანკი მარტო სესხი და პროცენტი არ არის,  ბანკთან ურთიერთობა არის ნდობა, ნდობის ხარისხი კი ძალიან მაღალი იყო.  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტარიფებიც, რომელსაც ბანკი გვთავაზობს, ეს არის მომსახურების ტარიფები და საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში „ვითიბი ბანკმა“ ყველაზე კარგი საპროცენტო განაკვეთი და მომსახურების ტარიფები შემოგვთავაზა. „ვითიბი ბანკთან“ თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ, გარკვეული პროექტების მონახაზი უკვე შემუშავებულია და ბანკმა მხარდაჭერაც გამოგვიცხადა“, - განმარტავს აკაკი ახვლედიანი.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up