ვითიბი ბანკი სანქცირებულია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ მასთან - სებ

ვითიბი ბანკი სანქცირებულია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ მასთან - სებ

access_time2022-07-25 12:55:24

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად სებ-ში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.


ბანკში განმარტავენ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.


“ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, - აცხადებენ სებ-ში.


საქართველოში „ვითიბი ბანკს“ მალე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გადაიბარებს, საუბარია საბანკო ლიცენზიაზე და ბანკის სათაო ოფისის შენობაზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფორბს კვირამ გაავრცელა.



„საქმიანმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაინაწილეს „ლიბერთი ბანკმა“ და „ბაზის ბანკმა“, თუმცა რჩებოდა რჩებოდა „ვითიბის“ რამდენიმე მსხვილი კლიენტის პორტფელი, შენობა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე და ცხადია თავად საბანკო ლიცენზია, რომელიც კანონის ყველა ნორმის დაცვით აქვს მიღებული „ვითიბი ბანკ საქართველოს“. მოკლედ ამ ბანკს რამდენიმე დღეში, ან კვირაში დავით ხიდაშელი გადაიბარებს“, - განაცხადა “ფორბს კვირის“ წამყვანმა.


დავით ხიდაშელი საქართველოში ძირითადად კარტოგრაფების საქმით გახდა ცნობილი. დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა ასევე “რიყის დოქები“. მასვე 49 წლიანი იჯარით გადაეცა ასევე რაჭაში ტყის ნაწილი, სადაც სამონადირეო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ „ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში „ვითიბი ბანკი საქართველომ“ საცალო ბიზნეს პორტფელი და მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილი „ბაზისბანკზე“ გაასხვისა, ერთ კვირაში კი „ლიბერთი ბანკმა“ „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი გადაიბარა.


„ვითიბი ბანკის“ პორტფელის ორ ბანკზე გადანაწილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც სანქცირებული ბანკის, ასევე ზოგადად საბანკო სექტორის მოთამაშეებზე, განსაკუთრებით „ბაზისბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ პორტფელებზე. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების პირველი კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, „ვითიბის“ ზარალმა 24,192,626 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება 5,142,650 ლარი იყო. პორტფელის გასხვისების შემდეგ „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივები მხოლოდ 501,959,297 ლარს შეადგენს (2021 წლის I კვარტალში 2,112,702,186 ლარი იყო). 2022 წლის I კვარტალში ბანკს მხოლოდ 346,616,573 ლარის მთლიანი სესხები აქვს დარჩენილი (2021 წლის I კვარტალში 1,457,070,632 ლარი იყო), მაშინ როდესაც გასულ კვარტლებში ის ტოპ 5-ში შედიოდა. მთლიანი სესხების კლების ტემპმა 77. 66% შეადგინა.


თეგები:
ვითიბი სებ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up