ბანკი სანქცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ტრანზაქციას. თუმცა, ბანკის მიმართ ინტერესი რჩება, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ვითიბი ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შეძენას ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გეგმავს. თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ ბანკის შესაძლო შესყიდვის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია, ხიდაშელმა „კომერსანტთან“ პირდაპირი პასუხებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც კი გავაკეთებ ან შევიძენ რამეს“.
ბანკის აქციათა 97.38%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.34%-ის მეპატრონე არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო, ხოლო ბანკის 1.47% შპს „ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედის“ საკუთრებაა.