„ვითიბის“ პორტფელის გასხვისებამ ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგი შეცვალა

„ვითიბის“ პორტფელის გასხვისებამ ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგი შეცვალა

access_time2022-03-09 11:10:11

„ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.


ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ჯამში 600 მილიონის ღირებულების საკრედიტო (300 მლნ.) და სადეპოზიტო (300 მლნ.) პორტფელი გადავიდა „ვითიბიდან“ „ლიბერთი ბანკში“. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, საუბარია დაახლოებით 600 მილიონის მოცულობის სესხებზე და 500 მილიონის დეპოზიტებზე.
კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2021 წელს 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქტივებმა 60 მლრდ-ს, დეპოზიტების მოცულობამ 38 მლრდ-ს და დაკრედიტების მოცულობამ 43 მლრდ-ს. მსხვილი ბანკების გარდა, ზრდა შედარებით მცირე ბანკებმაც აჩვენეს.


მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის მქონე ბანკების რეიტინგი მთლიანი სესხების და მათი ზრდის მიხედვით 2021 წლის მონაცემებით, შემდეგი იყო:


თიბისი ბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 16,739,135,187 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14,911,967,284 ლარი, ზრდა 12%.

საქართველოს ბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 15,385,154,749 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,331,727,056 ლარი, ზრდა 15%.

ლიბერთი ბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 1,975,000,866 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,672,980,140 ლარი, ზრდა 18%.

ვითიბი ბანკი ჯორჯია - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 1,551,884,375 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,410,036,128 ლარი, ზრდა 10%.


კრედო ბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 1,492,789,998 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,065,269,473 ლარი, ზრდა 40%.

პროკრედიტ ბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 1,354,159,163 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,379,372,357 ლარი, შემცირება 1.8%.

ბაზისბანკი - 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი სესხები 1,254,684,411 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,092,082,691 ლარი, ზრდა 18%.


თუმცა ცვლილებების შედეგად, TOP-5 ბანკის საკრედიტო რეიტინგიც იცვლება:

თიბისი - მთლიანი სესხები 16 მლრდ ლარზე მეტი;

საქართველოს ბანკი - მთლიანი სესხები 15 მლრდ ლარზე მეტი;

ლიბერთი ბანკი - მთლიანი სესხები 2.2 მლრდ ლარზე მეტი (1.97 მლრდ + 0.3 მლნ);

ბაზისბანკი - მთლიანი სესხები 1.8 მლრდ ლარზე მეტი (1.25 მლრდ +0.6 მლნ);

კრედო - მთლიანი სესხები 1.5 მლრდ ლარამდე.


ვითიბის ხელში ამჟამად 600 მილიონიანი ლარის პორტფელი რჩება. ძირითადად კორპორაციული, რომლის გასხვისებაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ვითიბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up