კომპანია Система ПБО, რომელიც Вкусно - и точка-ს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს მართავს 11,3 მილიარდი რუბლის ზარალზეა. ინფორმაციას Rbc.ru კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით აქვეყნებს.
2021 წელს Вкусно - и точка-ს 2 მლრდ რუბლზე მეტი მოგება ჰქონდა. შემოსავალი 2021 წელთან შედარებით 2,3%-ით შემცირდა და 73,5 მილიარდ რუბლი შეადგინა. ამავდროულად, ДВРП-მ - კომპანიამ, რომლის მეშვეობითაც ქსელი შორეულ აღმოსავლეთში ვითარდება, 667,7 მლნ რუბლი შემოსავალი მიიღო 2022 წელს.
2022 წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, McDonalds-მა რუსეთი დატოვა. კომპანიის აქტივები ალექსანდრე გოვორიმ იყიდა და McDonalds-ი Вкусно - и точка-თი ჩაანაცვლეს.