რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ან პირადად დაესწრება ან ონლაინ ჩაერთვება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას, რომელიც „როსატომის“ მხარდაჭერით აშენდა. ამის შესახებ ერდოღანმა ერდოღანმა ATV-ის სატელევიზიო ეთერში გააკეთა.