ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინული ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხში

ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინული ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხში

access_time2021-08-23 16:10:00

მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვხსნით ამ ახალ პლატფორმას. უკრაინა თქვენთან ერთად იწყებს უკრაინული ყირიმის ისტორიაში ახალი თავის დაწერას, ეს არის თავი დეოკუპაციის შესახებ. სწორედ დეოკუპაცია არის ჩემი, ჩვენის სახელმწიფოს და ყირიმის პლატფორმის მუშაობის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ, იურიდიულ, დიპლომატიურ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა ყირიმი უკრაინასთან ერთად, ევროპის ნაწილი გახდეს.

„მოხარული ვიქნებოდით, უკრაინაში, კიევში შეგხვედროდით არა ამ მიზეზით თუმცა, რა გაეწყობა. შვიდი წლის წინ ევროპის ცენტრში რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის, ყირიმის ნახევარკუნძულის, უკრიანის ტერიტორიის 27 ათასი კვადრატული კილომეტრის ანექსია და ოკუპაცია. ეს არის ევროპისა და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაზე დიდი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიის ანექსიებმა მოახდინა ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთმა გარანტმა სახელმწიფომ.

რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ყირიმის ნახევარკუნძული გადაიქცა დენთის კასრად, მოსკოვმა სამჯერ გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ყირიმში. მსოფლიოს ცნობილი კურორტიდან ყირიმი გადაიქცა სამხედრო ბაზად, შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის ფედერაციის გავლენის გაფართოების პლაცდარმად. ყირიმი გახდა ტერიტორია, სადაც სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ყირიმის ოკუპაცია ეჭვქვეშ აყენებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეფექტიანობას, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ის არასდროს გახდება მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მსხვერპლი. დღეს ყირიმის ტერიტორიაზე ხდება პოლიტიკური დევნა, ადამიანების გაუჩინარება, არის 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ადგილი აქვს მედიის თავისუფლების და აღმსარებლობის შეზღუდვას, კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას, იძულებით დემოგრაფიულ ცვლილებებს, ურკაინის მოქალაქეების რუსეთის ჯარში უკანონო გაწვევებს, ბავშვებში ომის პროპაგანდას.


პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია, რათა დავაბრუნო ყირიმი, რომ ის უკრაინასთან ერთად გახდეს ევროპის ნაწილი. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო პოლიტიკურ, იურიდიულ და უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიურ საშუალებას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დეოკუპაციის საკითხში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინული ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხში. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა წინ აღვუდგეთ აგრესიას, ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ დონბასში.სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე ვერ დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები, რომელთა ოკუპაცია უკვე გრძელდება 2741 დღე 2014 წლის თებერვლიდან. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე, უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვხსნით ამ ახალ პლატფორმას. უკრაინა თქვენთან ერთად იწყებს უკრაინული ყირიმის ისტორიაში ახალი თავის დაწერას, ეს არის თავი დეოკუპაციის შესახებ, სწორედ დეოკუპაცია არის ჩემი, ჩვენის სახელმწიფოს და ყირიმის პლატფორმის მუშაობის მთავარი მიზანი. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებამ უნდა აიძულოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი ნახევარკუნძულის დაბრუნების თაობაზე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up