„ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს“ - რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ქართულ ბაზარზე

„ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს“ - რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ქართულ ბაზარზე

access_time2022-03-01 12:59:16

მე-6 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ახორციელებს. ეკონომიკურად შედეგი საქართველოსთვისაც მძიმე იქნება და ფასები გაიზრდება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქტის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მოსალოდნელია ფასის 10%-ზე მეტად ზრდა.

„პროდუქტის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არ შეინიშნება, თუმცა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ბაზრებზე ჩვენი იმპორტდამოკიდებულება ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად აისახება. პირველადი მოხმარების პროდუქტი: ბურღულეული, ზეთი, რძის ნაწარმი და სხვა სასურსათო პროდუქტები საკმაოდ იაფად შემოდის ორივე ქვეყნიდან. ერთის მხრივ ლოჯისტიკის ღირებულება 50%-ით ნაკლებია ევროპიდან შემოტანასთან შედარებით, ასევე ამ ბაზრებზე პროდუქტი უფრო იაფია. ალტერნატიულ ბაზარზე გადაწყობა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით გაძვირდება თვითღირებულება. იმ ფონზე კი, როცა ლარი მუდმივად უფასურდება, ცალსახად ნეგატიურად აისახება ფასებზე.

ჩვენ რომ ვთქვათ, რამე კონკრეტული პროდუქტის პრობლემა და დეფიციტი შეიქმნება, ეს ასე არ იქნება. შეიძლება, კონკრეტული ბრენდი არ დაგვხვდეს, მაგრამ იქნება ანალოგი, მაგრამ გაძვირებული. არსებული პროდუქტი კი რომლის იმპორტიც ნარჩუნდება გაძვირდება. შეზღუდვები, ცხადია ცუდად მოქმედებს, იგივე swift სისტემიდან გათიშვის გამო, დღეს პრობლემა არ დგას, მაგრამ ხვალ, უკვე იქნება პრობლემები და პროდუქციის შემოტანაც გაჭირდება. ახლა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს. ეს არ იქნება 5-10% ზრდა, ეს იქნება ბევრად მეტი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოსთვის მეორე იმპორტიორი ქვეყანაა და ბაზრის 11% უჭირავს. თურქეთის შემდეგ. რუსეთიდან გასულ თვეში 85. 929 მლნ-ს იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება უკრაინას, იმპორტით მეშვიდეა. იანვარში უკრაინიდან 33 557 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. უკრაინის პროცენტული წილი კი, 4.3%-ია.


bpn.ge


თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up