მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი გაჩერდა. მარტის შუა რიცხვებში ანალოგიური გადაწყვეტილება რუსეთის დედაქალაქის სხვა აეროპორტმა – შერემეტიევომაც მიიღო. დომოდედოვოს აეროპორტს რაც შეეხება, აქ მხოლოდ არასრული დატვირთვის რეჟიმი მოქმედებს. ამის შესახებ რუსული გაზეთი იზვესტია აეროპორტების პრეს–სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ვნუკოვოს აეროპორტის თანამშრომლებს არასრულ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შესთავაზეს. აეროპორტის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ შტატების შემცირებას ჯერ არ აპირებენ. ვნუკოვოს საავიაციო კომპლექსში დაახლოებით 6 500 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში – 3 500 სპეციალისტი.
აეროპორტის პრეს–სამსახური აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ავიაციის დარგში შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით მიიღეს“.
2021 წელს აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მოემსახურა.