ტუნინგ სტუდია ABT კარგად არის ცნობილი თავისი პროექტებით, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია VW-ის მანქანებზე. ერთი შეხედვით, მიკროავტობუსი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ ცვლილებები აშკარად შესამჩნევი იქნება, თუ მის სახურავს დააკვირდებით.
იქ დამონტაჟებულია მზის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფენ 600 ვტ-მდე სიმძლავრის მზის ენერგიას. ABT-ის გამოთვლებით, ეს შეიძლება დაეხმაროს მანქანას ჩვეულებრივზე 2900 კილომეტრით მეტი იაროს წელიწადში.
გარდა ამისა, ABT მანქანის გვერდით დასაყენებელი პანელების წარმოებასაც გეგმავს, რომლებიც გაზრდის სიმძლავრეს 1000 ვატამდე და წელიწადში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რაც 3200 კილომეტრზე მეტის გასავლელად იქნება საკმარისი.
მზის პანელები ხელმისაწვდომი იქნება ID.Buzz-ის ნებისმიერი მოდიფიკაციისთვის, კემპერის ან კალიფორნიის ვერსიის ჩათვლით, რომელიც 2025 წელს გამოჩნდება. ასეთ პანელები წარმოებაში 2024 წლის დასაწყისში შევა. მათ ქარხნული მონტაჟს Volkswagen-ი უზრუნველყოფს.