უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა. ვოლოდიმერ ზელენსკი გვიან ღამით ვერსალის სასახლეში შეხვდა გერმანიის ფედერაციის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს. სამი ქვეყნის მეთაურებმა პირისპირ მოლაპარაკება გამართეს.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენციაც. ვოლოდიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაიზრდება.
უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მან მაღალი დონის შეხვედრები გამართა აღმასრულებელ— საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მონარქიის წარმომადგენლებთან.