ვოლოდიმირ ზელენსკი - 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ვოლოდიმირ ზელენსკი - 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

access_time2022-08-24 13:00:00

დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! - ამით ყველაფერი ნათქვამია. სულ რაღაც ოთხი სიტყვა, მაგრამ რამდენი რამეა მათ მიღმა დღეს. ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. ჩვენი განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ და ეს არის სიმართლე ჩვენი მომავლის შესახებ. დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოკიდებლობის დღის აღსანიშნავად გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.


„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. არ ელოდნენ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების გაგონება : „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!


ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვის აწუხებდა ტერორისტებს სახის შენარჩუნება. ვის არ ვჭირდებით და სად არის კარი ჩვენთვის ღია. გავიგეთ ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. აღარავინ იტყვის: ის სადღაც რუსეთთან ახლოსაა.


ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ები, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები. ისინი მზად არ იყვნენ ჩვენს გამო საჰაერო სივრცის დახურვისთვის, მაგრამ გვყავდა ხალხი, ვინც მზად იყო საკუთარ მიწას გადაჰფარებოდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააერთიანა.



„მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში იქნება პარაგრაფი: „დრო, როცა უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო“, როცა ტირანია პასუხს მისთვის გასაგებ ენაზე იღებს.


ევროპა გამოდის მოედნებზე. ევროპა მკაცრ სანქციებს აწესებს. ევროპა ერთხმად აღიარებს, რომ უკრაინა ევროკავშირის მომავალი წევრია.


მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ ფულს ჯერ კიდევ სუნი ასდის - სისხლის, ხრწნისა და სიკვდილის. კორპორაციები და ბრენდები ტოვებენ რუსეთის ბაზარს და ხალხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე პოტენციური დანაკარგები.


უკრაინის მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა სირცხვილია. იმის თქმა, რომ უკრაინით დაიღალე, სირცხვილია. ეს ძალიან კომფორტული პოზაა: დაღლილობა თვალების დახუჭვის საფარია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


ინტერპრესნიუსი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up