„ამ დღეებში, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა ისაუბრონ რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და განიხილავენ ჩვენს განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის. ველოდებით კონკრეტულ სიგნალს. ჩვენ ველით ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს იქნება სამართლიანი, რეალური, ადამიანური და ევროპული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველა ლიდერის პოზიცია დაზუსტებით იცის ამ საკითხზე.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ დგას ჩვენთან და ვინ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მხოლოდ ბუღალტერია, მოგება, ხარჯებია და მეტი არაფერი. ჩვენ ვიმუშავებთ, ჩვენ მათ დავარწმუნებთ. ცხოვრება დაარწმუნებს მათ [საპირისპიროში]“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ოფიციალური განაცხადი საქართველოსაც აქვს წარდგენილი.
imedinews.ge