უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, პასუხისმგებლობა მსოფლიოს ეკისრება.
„მახსოვს, ყველას გვახსოვს, წიგნები მეორე მსოფლიო ომის შესახებ და ფორმაში გამოწყობილი ეშმაკის - ადოლფ ჰიტლერის შესახებ. არიან თუ არა პასუხისმგებელი ის ქვეყნები, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ? ქვეყნები, რომლებიც ნება დართეს გერმანულ ძალებს მთელ ევროპაში გაელაშქრათ? არის თუ არა მსოფლიო გენოციდზე პასუხისმგებელი? დიახ. დიახ, არის.
„როდესაც შეგიძლია დახურო ცა – დიახ, საშინელებაა, რომ მსოფლიო ომი დაიწყოს. საშინელებაა. მე მესმის ეს და არ შემიძლია ამ ხალხზე ზეწოლა, რადგან ყველას ეშინია ომის. მაგრამ არის თუ არა მსოფლიო პასუხისმგებელი ამაზე, მიმაჩნია, რომ კი. მე ასე ვთვლი. ყოველდღე დადექით სარკის წინ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეძელით რაიმეს გაკეთება? ან ვერ შეძელით? ამ კითხვაზე პასუხს სარკეში იპოვით, მეორე კითხვაზეც - ვინ ხარ შენ?“- განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.