ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება

access_time2022-04-05 14:30:00

ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუმინეთის პარლამენტისადმი სიტყვით გამოსვლისას ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ვიდეო წარადგინა.

„რამდენიმე საათის წინ მე დავბრუნდი კიევის ოლქში, ჩვენს დედაქალაქთან მდებარე გათავისუფლებული ქალაქებიდან. სწორედ იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც გავაძევეთ რუსი ურწმუნოები და ვნახეთ, თუ რას უკეთებდნენ ჩვენს მიწაზე უკრაინელ ხალხს. მინდა, თქვენ ახლა ეს ნახოთ, რა დატოვეს ურწმუნოებმა. ბოდიშს ვიხდი, ვიდეო სასტიკია, თუმცა ეს არის რელობა. ქალაქ ბუჩას სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ისტორიაში, სამხედრო დანაშაულების ისტორიაში, ხალხის განადგურების ისტორიაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.​

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ძალების მიერ ბუჩაში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, ცნობილია ბუში 300-ზე მეტი ადამიანის წამების, დახვრეტისა თუ სხვა მეთოდით მკვლელობის შესახებ.

„ეს მხოლოდ გამოძიების დასაწყისია. ჯერ კიდევ ყველა ჩვენება არ არის შეგროვებული. ჯერ კიდევ ყველა სამარხი არ არის აღმოჩენილი. არ არის დათვალიერებული ყველა სარდაფი, სადაც რუსი სამხედროები ხალხს აწამებდნენ. არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ბუჩას და სხვა ახლომდებარე უკრაინული ქალაქების მოკლულ მცხოვრებთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ დღეს ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუმინეთის პარლამენტში გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ჩაუშესკუს რეჟიმს შეადარა.


„1989 წელს სიცოცხლე დაასრულა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. მრავალი წელი ცხადი იყო, რომ ამ ადამიანმა დაკარგა ადეკვატურობა. ცხადი იყო, რომ ის, მისი ცოლი, მისი გარემოცვა თქვენს ქვეყანას და ხალხს ქვემოთ ექაჩებოდნენ – ტანჯვისკენ, სიღარიბისკენ, არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსგან იზოლაციისკენ, არამედ ყველაფერი მოწინავისგან, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ეს რეჟიმი იდგა მხოლოდ დაშინებაზე, რეპრესიებზე, სასტიკ ძალასა და ტყუილზე. არაფერი ნათელი მასში არ იყო. რუმინელი ხალხი აჯანყდა და დაიცვა საკუთარი თავი, გადაარჩინა საკუთარი თავი არაადეკვატური ხელისუფლების დამხობით. ვინაიდან ეს იყო ერთადერთი გზა. ჩაუშესკუს, მისი ცოლის, მისი გარემოცვის, მისი „სეკურიტატეს“ რამეში დარწმუნება შეუძლებელი იყო. ასევე, შეუძლებელია დღეს რუსეთში ომის სასარგებლოდ პროპაგანდის გამავრცელებელთა დარწმუნებაც, მათი, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემს, ვინც უკრაინელი ხალხის გენოციდისა და უკრაინული სახელმწიფოს განადგურების გეგმებს ადგენს. ეს ადამიანები არაადეკვატურები არიან. მათ დაკარგეს ყველანაირი კავშირი რეალობასთან და მზად არიან, მილიონობით სიცოცხლე გაწირონ, რათა თავიანთ გიჟურ იდეებს ხორცი შეასხან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აკეთებს რუსეთი დანაშაულებისა და გენოციდისკენ მოწოდებებს ღიად და დაუფარავად, არის ის, რომ რუსი მაღალჩინოსნები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები არიან და რომ ევროპელ ხალხებს არ შეუძლიათ საერთო ღირებულებების დაცვა.

„ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ეს არაადეკვატური ხალხი, რომელიც მიეჩვია დაუსჯელობას და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერის უფლება აქვთ. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი, ვისაც ევროპაში გენოციდი სურს. თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, რომ უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. ურწმუნოთა ჯარები ჯიუტად ცდილობენ, გასცდნენ ჩვენს ქალაქ მიკოლაევს, რომ სცადონ ოდესის დაპყრობა. ოდესიდან კი მოლდოვამდე ერთი ნაბიჯია. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოლდოვა რუსული ექსპანსიის სამიზნეა. ამიტომ უკრაინელების მიერ საკუთარი სახელმწიფოს დაცვა არის მოლდოვის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური წინაპირობა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს არის დუნაის მთელ მსხვილ რეგიონში მშვიდობის წინაპირობა. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვის რეგიონის ბედი წყდება. ამიტომ უკრაინის თავისუფლების, უკრაინელების თავისუფლების დაცვა ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ რუსეთს ყველა ფინანსური და ეკონომიკური რესურსი ჩამოერთვას.

„ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დახუროს პორტები რუსული გემებისთვის, შეაჩეროს ტვირთებს ტრანზიტი და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა რუსეთში. რუსული ენერგომატარებლებისთვის ფულის ნაკადის შეზღუდვას ალტერნატივა არ აქვს. შესაძლებელია დავა, როგორი უნდა იყოს ფორმატი: სრული ემბარგო თუ პროგრამა „ნავთობი სურსათის სანაცვლოდ“, მაგრამ ეს აუცილებელია. თუმცა, მხოლოდ ეს არა. დემოკრატიული მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსმა უნდა დაიცვას უკრაინისთვის ყველანაირი საჭირო იარაღის მიწოდების აუცილებლობა. სწორედ ბრძოლის ველზე წყდება, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ ომში – თავისუფლება თუ ტირანია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, რუსმა სამხედროებმა და მათმა ხელმძღვანელებმა პასუხი აგონ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up