ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება

access_time2022-07-27 23:55:55

ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „თოქ თივის“ წამყვან პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.


მორგანმა ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ერთობლივად ჩაწერა.


წამყვანის კითხვაზე, სურს თუ არა ზელენსკის, რომ უკრაინას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვიოს იმ ფონზე, რომ ამერიკა მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს მის ქვეყანას, ზელენსკი აცხადებს, ეს ძალიან უნდა.



„ძალიან. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი. ყველა ხედავს უკრაინის დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მიმართ. ეს იქნებოდა უმაღლესი მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა პირველი ლედისგან. ის ოლენას შეხვდა და ეს ძალიან სწორი ვიზიტი იყო. ძალიან მოულოდნელი. ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ არ ვიცოდით, შედგებოდა თუ არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ეს ვიზიტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მისმა ძალისხმევამ იმუშავა. მისი სიტყვით გამოსვლისა და ვიზიტის შემდეგ, მიღებულია სწრაფი გადაწყვეტილებები კონგრესისა და თეთრი სახლის მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში იქნებოდა უძლიერესი სიგნალი, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება, მივიღოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ ისაუბრა ბორის ჯონსონზეც. პირს მორგანის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერ-მინისტრის რანგში ჯონსონის დაბრუნებას, ზელენსკი აღნიშნავს, რომ მას ბრიტანეთის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი უკრაინის ძალიან დიდი მეგობარია. ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრთანაც მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.


„მე უფლება არ მაქვს გაერთიანებული სამეფოს შიდა პოლიტიკაში ჩავერიო. რა შემიძლია, ვთქვა, ის უკრაინის ძალიან დიდი მეგობარია. მინდა, რომ ის სადმე პოლიტიკაში, რაიმე პოზიციაზე იყოს. არ მინდა, რომ გაქრეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრიტანელი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, რა პოზიციაც უნდა დაიკავოს, ის ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


წყარო: 1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up