ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლის თანახმადაც რუსებს უკრაინაში შესვლა 50 წლით უნდა აეკრძალოთ.
მედიის ცნობით, ელექტრონულმა პეტიციამ, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული 8 აგვისტოს მდგომარეობით 25 ათასი ხმა უკვე მოაგროვა. პეტიციის თანახმად, უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს შესვლა მომავალი 50 წლით აეკრძალებათ.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ზომის მიღება თითოეული უკრაინელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო.
„სამწუხაროდ, ბოლო 8 წელიწადში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დივერსანტებისგან დაცვა, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო მუდმივად ჩამოდიოდნენ. ჩვენ ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა. თითოეული უკრაინელის უსაფრთხოების მიზნით, ახლაც და მომავალშიც, ჩვენ გთავაზობთ სრულად დაიხუროს რუსეთის მოქალაქეებისთვის მომავალი 50 წლის გამავლობაში უკრაინაში შემოსვლა და არ გაიცეს მათზე ბინადრობის უფლება. აკრძალვა არ შეეხებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ,“- ნათქვამია პეტიციაში.
პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე 23 მაისს დარეგისტრირდა. გეგმის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია უახლოესი 16 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს.
1-ელი ივლისიდან უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახლა რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა მხოლოდ მოწვევის საფუძველზე შეუძლიათ.