უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობის კურსს გადიან.