ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე

access_time2022-04-21 00:00:00

ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის სანქციები, იარაღის მიწოდება, ევროკავშირში გაწევრიანება და ფინანსური დახმარება, ასევე საკითხები, რომლებიც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

„ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს სურს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, ეს არის ნამდვილი გენოციდი. დღეს თქვენ პირადად, თქვენს გუნდთან ერთად იმყოფებოდით ბოროდიანკაში და საკუთარი თვალით იხილეთ, რა ჩაიდინეს იქ რუსმა ოკუპანტებმა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ წყვეტს სისხლისღვრას და სურს უკრაინელებისა და ჩვენი სახელმწიფოს განადგურება.

რუსეთის ძალებმა დაიწყეს ახალი, ფართომასშტაბური შეტევა დონბასში. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ ყველა რისკს და ყველა ნაბიჯებს. ისინი განაგრძობენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მათ მხოლოდ მარიუპოლში, მძევლად ჰყავთ 120 ათასი ადამიანი. დანაშაულები, რომლებიც ხდება მარიუპოლში, ბევრად საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ჩვენ შევძლებთ, პასუხი ვაგებინოთ ყველას დამნაშავეს და დარწმუნებული ვართ, რომ ყველას ვიპოვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ყოვლისა, საჭიროა მაქსიმალურად გამკაცრდეს სასანქციო ზეწოლა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფინანსოს ეს სისხლისმღვრელი ომი.


„დღეს ჩვენ განვიხილეთ ის სფეროები, სადაც ევროკავშირს ჩვენი დახმარება შეუძლია იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ბარბაროსული ომი მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. პირველ ყოვლისა, საჭიროა მაქსიმალურად გამკაცრდეს სასანქციო ზეწოლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფინანსოს ეს სისხლისმღვრელი ომი. ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სანქციების ხუთი პაკეტისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, გარკვეული საკითხები დასრულებული არ არის, რადგან ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან ომის დაფინანსების შეჩერება შეწყდეს. ჩვენ გვსურს, დამტკიცდეს სანქციების შემდეგი, მეექვსე ძლიერი პაკეტი. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე. ნავთობი აუცილებლად უნდა შევიდეს მეექვსე სასანქციო პაკეტში, ამის გარეშე ის არ იქნება საკმარისად მძლავრი, არამედ იქნება ცარიელი. საბოლოოდ, ყველა რუსული ბანკი უნდა გაითიშოს „სვიფტიდან“, მათ შორის „სბერბანკი“ და „გაზპრომბანკი“. უნდა დაბლოკოს რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ყველა ანგარიში და ეს ფული უნდა მოხმარდეს უკრაინის რეკონსტრუქციას. ყველა რუსმა მაღალჩინოსანმა და მათი ოჯახის წევრებმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ სანქციების მოქმედება და უკრაინის წინააღმდეგ ჩვენს უკრაინულ მიწაზე ომისადმი მათი პირადი მხარდაჭერის შედეგები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების მხარდაჭერაში.

„მეორე სფერო არის ის, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინას აქვს ყველა აუცილებელი თანამედროვე იარაღი. ჩვენ იარაღის საკითხს ბევრ ყურადღებასა და დროს ვუთმობთ. ევროპელმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების მხარდაჭერაში. მადლობელი ვარ 1,5 მილიარდი ევროსთვის, რომელიც გამოიყო ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჭიროებების დასაფინანსებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თანხას მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენებთ, რომ უკრაინამ მიიღოს სწორედ ის იარაღი, რომელიც სჭირდება. არა ყველა იარაღი, არამედ ის იარაღი, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები და აქცენტი. ჩვენ ეს იარაღი დროულად გვჭირდება და გვჭირდება ის, რაც მოთხოვნილია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up