უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, უკრაინა და პოლონეთი ერთად უფრო ძლიერები არიან.
"მე ახლახან ველაპარაკე უკრაინის ნამდვილ მეგობარს - პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. მადლობელი ვარ მისი და პოლონელი ხალხის ეფექტური, კონკრეტული დახმარებისთვის ასეთ რთულ დროს. უკრაინა და პოლონეთი ერთად უფრო ძლიერები არიან. მადლობა!", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, UNIAN-ის ცნობით, გუშინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის დაბომბვა არის „აშკარა ტერორისტული აქტი“.