უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული უკრაინის ყველა ქალაქის აღსადგენად.
„ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა. ეს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მოხდება. თითოეული დაზარალებული ქალაქისთვის შეიქმნება რეკონსტრუქციის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა. მე უკვე დავავალე მთავრობას მასზე მუშაობის დაწყება. საუკეთესო არქიტექტორები. საუკეთესო კომპანიები. საუკეთესო პროექტები - ყველა ქალაქისთვის! ამის თქმა მინდა ხარკოვის მაგალითზე. ჩვენი ხარკოვი, რომელიც ამჟამად უმძიმეს ტანჯვას განიცდის... ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ! პირადად გპირდებით ამას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
imedinews.ge