უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ესაუბრა და ისინი სამომავლო დიპლომატიურ ბანიჯებზე შეთანხმდნენ.
„ვესაუბრე ჩემს მეგობარს ჯასტინ ტრიუდოს თავდაცვის სფეროში უკრაინისა და კანადის თანამშრომლობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სანქციებით ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ შევთანხმდით სამომავლო დიპლომატიურ ნაბიჯებზე. კანადა უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ამას ყოველდღე ვგრძნობთ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ipn.ge