უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის მინისტრების ონლაინ შეხვედრაში, სადაც რუსეთისა და ბელარუსისთვის საგზაო ტრანსპორტის დაბლოკვის პერსპექტივები განიხილეს.
”კიდევ ერთხელ, ყურადღება გავამახვილე რუსული და ბელარუსული მანქანებისთვის ევროკავშირის საგზაო სისტემიდან დაბლოკვის მნიშვნელობაზე. რუსეთის ბლოკადა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე შეღავათიანი საცხოვრებელი პირობებისა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში დახმარებისთვის.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"