ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა - მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპელები და ამის შემდეგ სიცოცხლე ყველგან გაიმარჯვებს სიკვდილზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა - მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპელები და ამის შემდეგ სიცოცხლე ყველგან გაიმარჯვებს სიკვდილზე

access_time2022-03-01 17:30:00

ჩვენ ვიბრძვით უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის, უკრაინელები იბრძვიან ევროპული არჩევანისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპარლამენტის სპეციალურ სესიაზე განაცხადა.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა და მოუწოდა, დაუმტკიცონ, რომ უკრაინის გვერდით დგანან და არ მიატოვებენ.


„მე არ შემიძლია, გითხრათ დილა მშვიდობისა ან საღამო მშვიდობისა, რადგან ზოგი ადამიანისთვის ეს დღე უკანასკნელია. დღეს ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც იცავენ ქვეყანას დიდი საფასურის გადახდის ფასად. მოხარული ვარ, რასაც ახლა აქ ვხედავ და ვისმენ. მოხარული ვარ, რომ შევძელით თქვენი გაერთიანება, მაგრამ ჩვენ დიდი საფასურის გადახდა გვიწევს. ეს ტრაგედიაა უკრაინელებისთვის, ათასობით ადამიანი დაიღუპა ორი რევოლუციის და ომის გამო და ახლაც რუსეთის ხუთდღიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ვწირავთ სიცოცხლეს ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, როგორიც თქვენ ხართ. ჩვენ ვწირავთ ჩვენს საუკეთესო მოქალაქეებს, უკრაინელები საოცრები არიან. ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ ჩვენ დავამარცხებთ ყველას და მოხარული ვარ, რომ ამაზე არა მარტო საუბრობთ, არამედ ხედავთ კიდეც. უკრაინელები იბრძვიან ევროპული არჩევანისთვის.



დღეს დილა ჩვენთვის საკმაოდ ტრაგიკული იყო. ორი რაკეტა ჩამოაგდეს ხარკოვში. ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს და სადაც ბევრი რუსი ცხოვრობს, რომლებიც ყოველთვის მეგობრულები იყვნენ ჩვენ მიმართ და გვქონდა თბილი ურთიერთობები. დღეს რაკეტები ჩამოვარდა მშვიდობის მოედანზე, რასაც რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ასეთია თავისუფლების საფასური. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის.


დღეიდან უკრაინის ყველა ქალაქის მოედანს დაერქმევა თავისუფლების მოედანი. ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ჩვენ მტკიცე ვართ და ჩვენი სურვილია, ვნახოთ ჩვენი შვილები ცოცხლები. გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა. პრეზიდენტი პუტინი კი აცხადებს, რომ ოპერაციას ატარებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ჩვენი შვილები სამხედრო ქარხნებში მუშაობენ? თუ ტანკებით გადაადგილდებიან? ჩვენი ხალხი ძალიან მოტივირებულია. ჩვენ ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით გადარჩენისთვის და ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი. მჯერა, დღეს ჩვენ დავანახეთ ყველას, რას წარმოვადგენთ, ევროკავშირი იქნება უფრო ძლიერი ჩვენთან ერთად. თქვენ გარეშე, უკრაინა იქნება მარტო. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიმტკიცე და დავამტკიცეთ, რომ ვართ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ. მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ, რომ არ მიგვატოვებთ. დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპელები და ამის შემდეგ სიცოცხლე ყველგან გაიმარჯვებს სიკვდილზე და ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up