უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის მისაღებია ტყვეების გაცვლის ფორმულა: ყველა ყველასთვის.
„ათასობით ჩვენი მოქალაქე - სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები - რუსეთის ტყვეობაშია. ისინი სასტიკ წამებას განიცდიან. ჩვენ ვიცით 11 000 ბავშვის სახელი, რომლის იძულებით დეპორტირება მოხდა რუსეთში. დაუმატეთ ამას ასობით ათასი დეპორტირებული ზრდასრული ადამიანი და ნახავთ, რა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია რუსეთის ომმა. დაამატეთ პოლიტპატიმრები - უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ყირიმში. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ეს ადამიანი. უნდა გავერთიანდეთ ტყვეების გათავისუფლების ერთადერთი რეალისტური მოდელისთვის - „ყველა ყველასთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ტყვეების გათავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი „მშვიდობის უკრაინული ფორმულის“ ერთ-ერთი პუნქტია.