ვოლტ საქართველო აქციის მონაწილეების მხრიდან კურიერებზე ზეწოლის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს

ვოლტ საქართველო აქციის მონაწილეების მხრიდან კურიერებზე ზეწოლის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს

access_time2023-04-02 11:55:26

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ვოლტ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ მცირე ნაწილი იმ ვიდეო მასალისა, რაც ბოლო ორითვის განმავლობაში შეგროვდა. მასალაში კარგად ჩანს, როგორ ახდენენ ზეწოლას საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ პარტნიორ კურიერებზე, ვინც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, ვაქვეყნებთ პარტნიორი კურიერების მიერ ვოლტ საქართველოსათვის გაგზავნილი შეტყობინებების ასევე მცირე ნაწილს,რათა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს, რა მეთოდებს იყენებენ აქციის მონაწილეები კომპანიის დასაზიანებლად. ფაქტია, აქციის მონაწილეთა ნაწილის მიზანი არა რეალური შედეგის მიღწევა, არამედ კომპანიის რეპუტაციის შელახვაა.




ვოლტი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, მათ შორის, ახალი პარტნიორი კურიერების მიღებასაც. ეს სტანდარტული სამუშაო პროცესია, რომელიც არ უკავშირდება საპროტესტო აქციებს და პროტესტის დაწყებამდეც აქტიურად მიმდინარეობდა.


ვოლტის მენეჯმენტმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 30 მარტს ჩაატარა ვრცელი პრესკონფერენცია,რომელზეც საზოგადოებასა და მედიაში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი.პრესკონფერენციაზეც აღვნიშნეთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვოლტის საქართველოში ოპერირების ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის, არც ბოლო დღეებში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ხელშეკრულებას ვწყვეტთ მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვა.






ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ. თუმცა,თუ ეს უფლება გადაიზარდა სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში, ვოლტი ყველანაირ კანონიერ საშუალებასგამოიყენებს, საკუთარი პარტნიორი კურიერების დასაცავად.





ძირითად საკითხებზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 






(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up