Volvo Cars-ი და Northvolt-ი ელექტრო ბატარეების წარმოებას გეგმავენ

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ელექტრო ბატარეების წარმოებას გეგმავენ

access_time2022-02-15 12:25:47


Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 


2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. 

 

Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო კავშირები Northvolt-თან მნიშვნელოვნად გააძლიერებს.



“ჩვენი პარტნიორობა Northvolt-თან ბატარეების ელემენტების წარმოების მიზნით არის ელექტროფიკაციის მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული ამბიციების გასაღები. მზად ვართ, გავხდეთ ლიდერები პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში და 2030 წლისთვის გავყიდოთ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილები. ახალი ქარხანა დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილისთვის გამოუშვებს ბატარეას,“ - ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი.


 

„გეტებორგში ამ გიგაქარხნის დაარსება გადამწყვეტი ნაბიჯია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური საავტომობილო რეგიონის ტრანსფორმაციის გასაგრძელებლად, ასევე იმისათვის, რომ გავხდეთ მდგრადი ბატარეების წამყვანი გლობალური მიმწოდებლები“, - პიტერ კარლსონი, Northvolt-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 



Northvolt-ისა და Volvo Cars-ის ერთობლივი საწარმო წიაღისეულის გარეშე ენერგიით იმუშავებს და იქნება მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპული ბატარეების ელემენტების წარმოებაში. საწარმოო კომპანიის ხელმძღვანელად Tesla-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ადრიან კლარკი დაინიშნა. 

  



Volvo Cars-სა და Northvolt-ს შორის პარტნიორობა ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მისცემს ყველაზე სასურველს - შორ მანძილზე სიარულისა და სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობას.  



ქარხნის გახსნამდე, 2022 წელს კვლევით-განმავითარებელი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც გეტებორგში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. ცენტრის საქმიანობის ფარგლებში Volvo Cars  გახდება ერთ-ერთი ავტომობილის მწარმოებელ იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ბატარეების ელემენტების განვითარებას და წარმოებას თავიანთი სრულყოფილი საინჟინრო შესაძლებლობების ნაწილად აქცევენ. 



(R)

 

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up