Volvo Cars უსადენო დამუხტვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავს

Volvo Cars უსადენო დამუხტვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავს

access_time2022-05-04 13:05:07

Volvo Cars ქალაქებში უსადენო დამუხტვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავს და მის შესაძლებლობებს აფასებს. პროექტის პარტნიორია სკანდინავიის რეგიონში ტაქსების უმსხვილესი ოპერატორი Cabonline, რომელიც სამი წლის განმავლობაში, მომსახურებისას, Volvo XC40 Recharge-ის სრულად ელექტრომობილების გარკვეულ ნაწილს გამოიყენებს და მათ უსადენო დამუხტვას შვედეთის ქალაქ გეტებორგის სადგურებზე შეძლებს.


პროექტი Gothenburg Green City Zone-ის სტრატეგიული ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რაც მდგრადი ტექნოლოგიების განვითარებას მოიცავს.


„Gothenburg Green City Zone საშუალებას გვაძლევს, რეალურ გარემოში გამოვცადოთ ახალი საინტერესო ტექნოლოგიები და დინამიკაში შევაფასოთ მათი ფართო გამოყენების პოტენციალი“,  - განაცხადა მატს მობერგმა, Volvo Cars-ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა.


როგორ მუშაობს უსადენო სადგურები?


დამუხტვა ავტომატურად იწყება, როგორც კი გზის საფარზე დამონტაჟებულ დამტენზე ვოლვოს შესაბამისი, ახალ სისტემასთან თავსებადი, ელექტრომობილი გაჩერდება. XC40 Recharge ელექტრომობილებისთვის უსადენო დამუხტვის სიმძლავრე 40 კვტ-ს აჭარბებს, რაც დამუხტვის სიჩქარეს დაახლოებით ოთხჯერ აჩქარებს, ვიდრე სადენიანი 11 კვტ-იანი AC დამმუხტავი. ახალი, უსადენო სადგურები ელექტროდამუხტვის სისტემების წამყვანმა პროვაიდერმა, Momentum Dynamics-მა უზრუნველყო.



საერთო ჯამში, ვოლვოს ავტომობილების გამოყენება დღეში 12 საათზე მეტ ხანს იქნება შესაძლებელი. ელექტრომობილები წელიწადში 100 000 კმ-ს გაივლიან, რაც ვოლვოს საშუალებას მისცემს, პირველი ტესტი წარმატებით დახუროს და მათ კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმები დასახოს.

გასულ წელს Volvo Cars-მა მონაწილეობა მიიღო Gothenburg Green City Zone-ის ინიციატივის წამოწყებაში, რომელიც 2030 წლისთვის ქალაქში ტრანსპორტის გამონაბოლქვის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად. დასამუხტი სისტემის რეალურ, ქალაქის გარემოში გამოცდა,  შვედურ პრემიუმ ბრენდს საშუალებას მისცემს, დააჩქაროს ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარება ელექტრიფიკაციის, ავტონომიური მართვის, კავშირისა და უსაფრთხოების სფეროებში.

 

(R)


თეგები:
ტოიოტა volvo cars



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up