„ვოლვო ქარ კავკასიას“ გაყიდვები ქართულ ბაზარზე  გასულ წელს 82%-ით გაიზარდა

„ვოლვო ქარ კავკასიას“ გაყიდვები ქართულ ბაზარზე გასულ წელს 82%-ით გაიზარდა

access_time2022-02-08 17:00:45

რა გეგმებით იწყებს კომპანია 2022 წელს?


,,ვოლვო ქარ კავკასია’’ 2022 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით და ახალი გეგმებით შეხვდა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით  მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა. 


რა გამოწვევების გადალახვა მოუწია კომპანიას და როგორ მოახერხეს შედეგების გაუმჯობესება, კითხვებზე საპასუხოდ კომერსანტმა ინტერვიუ „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორს, გაგა კოხრეიძეს სთხოვა.



,,უკვე მესამე წელია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებიც ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეპიდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, სიტუაცია ახლა მკვეთრად განსხვავებულია. “ვოლვო ქარ კავასიის” შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით, 2021-ში ბაზრის წილი გავზარდეთ, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, ყველგან, სადაც “ვოლვო ქარ კავკასია” პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი სადილეროები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, ერევანსა და ტაშკენტში. ზრდის ტენდენცია გვაქვს გაყიდვებშიც, გასული წელი საქართველოს ბაზარზე 82%-იანი ზრდით დავხურეთ, 25%-ით გაიზარდა გაყიდვები აზერბაიჯანში, 105% -იანი ზრდაა სომხეთის ბაზარზე“. 


გაზრდილ მაჩვენებლებს კომპანიაში ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნიან, პირველი ეს არის სწორი მარკეტინგული სტრატეგია, პრემიუმ და დახვეწილი ავტომობილები, სწორი საფასო პოლიტიკა,  მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. 



,,ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვოლვოს პატარა, საშუალო და დიდი ზომის SUV-ებზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პერიოდში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დატენვად ჰიბრიდ ქროსოვერებზე. ბაზარზე ჩვენც სწორედ ის ნიშა დავიჭირეთ, რაც ახალმა მოთხოვნამ გააჩინა. ჩვენს მომხმარებელს დამუხტვადი ჰიბრიდები შევთავაზეთ, რამაც გაამართლა. გაამართლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ სამ ქვეყანაში, სადაც “ვოლვო ქარ კავკასიაა” წარმოდგენილი. არც მოდელების არჩევანში გვაქვს შეზღუდვები და მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. “ვოლვო ქარ კავკასიის” საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი სრულად ელექტრო. 


ცხადია, ბიზნესში წარმატება მხოლოდ ციფრებით იზომება და ჩვენც თამამად ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, გაიზარდა როგორც ბაზრის წილი, ასევე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი“. 



ციფრულ სერვისებზე გადასვლის ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო. ეპიდემიის გავრცელებამ კი პროცესი დააჩქარა. ონლაინ მომსახურებაზე მოთხოვნა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე გაიზარდა. გამონაკლისი არც საავტომობილო სფეროა. რისკები იყო, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც მსოფლიო ტრენდს ყველა სეგმენტში მიჰყვება, ამ შემთხვევაშიც ლიდერი აღმოჩნდა და რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა. 



,,ვოლვო ქარ კავკასიამ 2021 წლის მაისში, პირველი ონლაინ მაღაზია გაუშვა, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ავტომობილის შერჩევა, არამედ ონლაინ შეძენაც შესაძლებელია. ციფრულ მაღაზიაში 360 გრადუსით (როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის) ყველა საჭირო სპეციფიკაციასთან ერთად, კომპანიის მარაგში არსებული ყველა ავტომობილის დათვალიერება შეგიძლიათ. საქართველოს შემდეგ, უკვე დეკემბერში ონლაინ მაღაზიები უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეშვა, რომელიც ქართული საიტის ანალოგია. ახალი შეთავაზების შედეგად მნიშვნელოვნად იზოგება ჩვენი მომხმარებლის დრო, რომელსაც შეუძლია სასურველი მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას ციფრულ მაღაზიაში დაათვალიეროს ის და შეიძინოს კიდეც. ტესტ- დრაივისთვის კი  შეგვიძლია ავტომობილი მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან მივუყვანოთ. ჯერ-ჯერობით ონლაინ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი მაინც შოურუმში მოსვლას არჩევს, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ესეც შეიცვლება და მომხმარებელი ავტომობილს, დისტანციურად ღილაკზე თითის დაჭერით შეიძენს“. 




2021-ის ანგარიშში მოექცა „ვოლვო ქარ კავკასიის“ ახალი შოურუმები. გასული წლის იანვარში ვოლვოს სტრანდარტებით გაიხსნა კომპანიის სრულფასოვანი შოურუმი უზბეკეთში, სადაც წარმოდგენილია ვოლვოს შიდაწვის ძრავიანი და დამუხტვადი ჰიბრიდების სრული ხაზი. მაღალი კლასის ავტომობილებთან ერთად მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სრული სერვისითაც ისარგებლოს. 


გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა pop-up  შოურუმი სომხეთში. ეს არის ე.წ. დროებითი შოურუმი, შემდეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ სრულფასოვანი შოურუმი წარმოადგენს.

ახალ მისამართზე უმასპინძლებს კომპანია მომხმარებელს მალე თბილისშიც. 






,,ახალი 3S შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წელს დაიწყო, რომლის ახალ ცხრამეტრიან მინის ფასადს კომპანია სულ მალე ვიზიტორებს წარუდგენს. ახალი შოურუმი და სერვისცენტრი სრულად სკანდინავიელი ავტომწარმოებლის სტანდარტების მიხედვით შენდება.  პროექტზე შვედ ავტომწარმოებელთან ერთად ქართულმა საპროექტო კომპანია „გრავიტა“-მ იმუშავა’’.


ნახევარგამტარების, მიწოდების თუ გადაზიდვების პრობლემის სრულად მოგვარებას  მსოფლიო საავტომობილო ბრენდები არც 2022-ში ელოდებიან, თუმცა რიგმა კომპანიებმა უკვე იციან როგორ უპასუხებენ გამოწვევას. „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს კომპანია არა თუ არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას შეძლებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up